ლევან მჭედლიძე დინამოელია
ლევან მჭედლიძე დინამოელია
19.09.2019
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

საქართველოს ეროვნული ნაკრების ფეხბურთელი ლევან მჭედლიძე დღეიდან „დინამო თბილისის" ფეხბურთელია. თბილისური კლუბი, ახალ დინამოელს ოფიციალურად ხვალ წარადგენს. მანამდე  კი, ფეხბურთელმა, საქართველოს ყველაზე ტიტულოვან კლუბთან 1+1-წლიან კონტრაქტს მოაწერა ხელი.




ლევან მჭედლიძესთან, მოლაპარაკებას „დინამო თბილისი" რამდენიმე ხანია აწარმოებდა. რამდენიმე წუთის წინ  კი, საქართველოს ნაკრების ფორვარდმა „დინამო თბილისის" დიღმის საწვრთნელ  ბაზაზე კონტრაქტს მოაწერა ხელი.




ხელშეკრულება 1+1 სისტემით გაფორმდა. თავდამსხმელი, რომელიც 2006 წლიდან იტალიური  „ემპოლის" ღირსებას იცავდა, 2008-10 წლებში კი „პალერმოს" ფორმით გამოდიოდა, ამიერიდან „დინამო თბილისის"  10-ნომრიანი მაისურს მოირგებს.

 

აღსანიაშნავია, რომ დღემდე, სადაც ლევან მჭედლიძეს უთამაშია, მისი მაისურის ნომერი ყველგან 23 იყო.  მათ შორის ეროვნულ ნაკრებშუი. "დინამო თბილისში", სადაც 10 ნომრით ასპარეზობა ბევრ სახელოვან ქართველ ფეხბურთელს მოუხდა, იმედია, მჭედლიძისთვისაც ფეხბედნიერი იქნება.ა ლევანმა.