ზედიზედ მეორე სეულის ვერცხლი, რომელიც პარიზამდეც დარჩენილ ტურნირებში ოქროში გადაიზრდება
ზედიზედ მეორე სეულის ვერცხლი, რომელიც პარიზამდეც დარჩენილ ტურნირებში ოქროში გადაიზრდება
06.05.2024
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

სანდრო ბაზაძემ სეულის გრან პრის ვერცხლის მედალი ზედიზედ მეორედ მოიგო. სამხრეთ კორეაში მიმდინარე ტურნირზე, რომელიც პარიზის ოლიმპიურ თამაშებამდე გრანს პრის სერიების ბოლო შეჯიბრია, ქართველმა ხმლით მოფარიკავემ საკმაოდ დაძაბულ ფინალში ეგვიპტელ ზიად ელსისითან 15-13 წააგო.

აღსანიშნავია, რომ ბაზაძის მოწინააღმდეგემ შეხვედრის შუაწელში 4 ქულით დაწინაურება მოახერხა (ეგვიპტელი ყველა მომენტის VAR - ით გადამოწმებას ითხოვდა და ხშირად ეს, მის სასარგებლოდაც სრულდებოდა. უკომენტაროდ...). თუმცა, სანდრომ ბოლომდე იბრძოლა, „დაუქაჩა" კიდეც, მაგრამ სამწუხაროდ, დამარცხდა.


შეგახსენებთ, რომ ბაზაძე, ზაფხულში, პარიზის ოლიმპიურ თამაშებზე, ოქროს მედლისთვის ბრძოლას გეგმავს. ასე რომ,  ქართველი, პარიზამდე ყველა ტურნირს, ოლიმპიური თამაშებისთვის მოსამზადებლად იყენებს. აგვისტომდე კი, რეიტინგის პირველ ნომერ სანდრო ბაზაძეს ორ მნიშვნელოვან ტურნირზე უწევს გამოსვლა, 17-18 მაისს, მადრიდში მსოფლიო თასზე და ბოლოს, ბაზელში 18-23 ივნისს ევროპის ჩემპიონატი.


ქართველი მოფარიკავის პორტფოლიო