სამი წრის შემდეგ, ორი „დინამო“ და „საბურთალო“ ლიდერობენ
სამი წრის შემდეგ, ორი „დინამო“ და „საბურთალო“ ლიდერობენ
15.09.2019
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

თბილისში, მიხეილ მესხი 2-ზე „ვიტ ჯორჯიასა" და „დინამო თბილისის" დაპირისპირებით დასრულდა, ეროვნული ლიგის გათამაშების 27-ე ტური.  თამაში, როგორც მოსალოდნელი იყო, დინამოელთა სრული უპირატესობით წარიმართა და მათივე გამარჯვებით დასრულდა 0-3.

„ვიტ ჯორჯია" - „დინამო თბილისი"  0-3

ეროვნული ლიგის 27-ე ტურის ეს მატჩი, გუნდებმა აქტიურად დაიწყეს. შეხვედრის დასაწყისში ორივე კართან შექმნილი სახიფათო მომენტების შემდეგ, „დინამო თბილისმა", როგორც მოსალოდნელი იყო, უპირატესობა ნელ-ნელა ხელთ იგდო და მთელი თამაშის მანძილზე ფლობდა. ორ მომენტში, ზედიზედ, „ვიტ ჯორჯიას" მცველებს საკუთარ საჯარიმოში ხელით თამაშიც მოუწიათ. თუმცა, ჯენერი ხორავამ მხოლოდ, მეორე მომენტი შენიშნა და მასპინძლების კარში, 11-მეტრიანი დანიშნა, რომელიც ზუსტად შეასრულა ლევან კუტალია, 0-1. ამ გოლის შემდეგ კუტალია, ბომბარდირთა დავას 15 გატანილი გოლით ჩაუდგა სათავეში.



დინამოელთაგან, მნიშვნელოვანი სამუშაო ნიკა ნუნუამ გასწია. არ გადავამეტებთ, თუ ვიტყვით, რომ კარის ჩარჩოში მისი ყველა დარტყმული იყო სახიფათო. მატჩის მიწურულს კი, მიზანსაც მიაღწია. დიდი ალბათობით, ნიკა ნინუას მიერ გატანილი ეს გოლი, ამ ტურის საუკეთესო გოლადაც შეიძლება ჩაითვალოს. სხვათა შორის კუტალიას გადაცემის შემდეგ. თუმცა, მანამდე, კიდევ ერთი გოლი ნოდარ ქავთარაძემ გაიტანა. აღსანიშნავია, რომ „დინამო თბილისში" განხორციელებული ცვლილებების შემდეგ, დიდი ალბათობით, სწორედ, ქავთარაძეზე გადანაწილდება ბევრი სამუშაო. ამ ამოცანას, „ვოტ ჯორჯიასთან" მატჩი მან კარგად გაართვა თავი.




27-ე ტურის მატჩში, სტუმართა ძირითად შემადგენლობაში დაიწყო თამაში კვამე კარიკარიმ. ფეხბურთელს, ჰქონდა გოლის გატანის რამდენიმე მომენტიც, თუმცა, ამ დღეს, მას, ჩვენი აზრით, გამართლებაზე მეტად, ცოტა მეტი თავდაჯერებულობა აკლდა. „დინამო თბილისის" რიგებში არ იყო დავით კობოური. თუმცა, ჩვენი ინფორმაციით, ფეხბურთელი გაციებულია და მას ტრავმა არ აქვს. შესაბამისად, „კობო" მომავალ თამაშებში თავის ადგილს დაუბრუნდება.




ამ ტურის შემდეგ, „დინამო თბილისი" ერთით ნაკლები თამაშით და ქულით, სატურნირო ცხრილის მე-2 საფეხურზეა. თბილისელები, მორიგ შეხვედრას 21 სექტემბერს ივანწმინდაში, საჩხერის ჩიხურას წინააღმდეგ ჩაატარებენ.

 

თამარ ჯიშკარიანის ფოტოები


„სიონი" - „საბურთალო" 1-3

ორი თამაშით ნაკლები და აქედან, სწორედ „დინამო თბილისთან" გამოტოვებული აქვს „საბურთალოსაც". ქვეყნის მოქმედმა ჩემპიონმა, ამ ტურში, გასვლაზე ბოლნისში, თამაზ სტეფანიას სახელობის არენაზე, მარტივად, ფაქტიურად, პირველ ტაიმშივე მოახერხა მასპინძლის, ბოლნისის „სიონის" დამარცხება.  თამაშის პირველივე წუთზე, „საბურთალომ" სწრაფი გოლი გაიტანა.  მასპინძელთა კარი ინტერს გიმ აიღო. 21-ე წუთზე კი, უპირატესობა ორამდე ოგნიენ როლოვიჩმა გაზარდა. კიდევ 10 წუთში, 31-ე წუთზე, გიორგი გაბედავამ მესამედ აიღო სიონელთა კარი, 0-3.  მეორე ტაიმში, „საბურთალომ" თავს დასვენების საშუალება მისცა, ვინაიდან გუნდს, რამდენიმე დღეში ამ მატჩიდან ქუთაისის „ტორპედოსთან" გამოტოვებული შეხვედრის ჩატარება უწევდა. ალბათ, ამ გარემოებას უნდა დაბრალდეს ისიც, რომ თბილისელებს, მასპინძლების შეტევის დროს, საკუთარ საჯარიმოში, წესების დარღვევა მოუწიათ და ცაცკლიარაშვილმა ერთ გოლის გაქვითვა მოახერხა. შეხვედრა, „საბურთალო," 1-3 მოიგო.





„ჩიხურა"-  „ტორპედო" 1-1

პრინციპული ხასიათი ჰქონდა ეროვნული ლიგის 27-ე ტურის შეხვედრას ივანწმინდაში. მიმდინარე სეზონში, „ჩიხურაც" და „ტორპედოც", გასულ სეზონებთან შედარებით ბევრი პრობლემის წინ დგანან და თუკი გუნდებს მომავალ სეზონში, ევროსარბიელზე ასპარეზობა უნდათ, მათ ჩემპიონატის დარჩენილ ტურებში, მაქსიმუმი გაკეთება მოწევთ. სავარაუდოდ, სწორედ ამ ფაქტს უკავშირდება ის დაძაბულობა, რაც „ჩიხურასა" და „ტორპედოს" დაპირისპირებას თან სდევდა.  მასპინძლებმა  ანგარიშს გახსნა, მხოლოდ, მატჩის მიწურულს, 87-ე წუთზე მოახერხეს. გოლი ლაშა ჩიკვაიძემ გაიტანა, 1-0 და ალბათ, 3  ქულაც, თითქმის გარანტირებული ჰქონდათ. თუმცა, რომ არა მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში შოთა კაშიას ავტოგოლმა, „ჩიხურას", მეტად საჭირო ქულები დააკარგვინა.




„დილა" - „რუსთავი" 0-0

ფრედ დასრულდა შეხვედრა გორში. გიორგი ნემსაძის გუნდმა, ვერ მოახერხა გადათამაშების ზონისთვის თავის დაღწევა და ვერც უშუალო კონკურენტის „რუსთავის" გადასწრება. 27-ე ტურის შემდეგ, „რუსთავი" გორელებს 2 ქულით უსწრებს. მატჩის დაძაბულობიდან გამომდინარე, გოლის გატანა, ვერც ერთმა გუნდმა ვერ მოახერხა.


„დინამო" ბთ -  „ლოკომოტივი" 2-1

ბათუმში, ანგისას ბაზაზე, ბათუმის „დინამომ" „ლოკომოტივს" უმასპინძლა. სათამაშო უპირატესობას მასპინძლები თავიდანვე დაეუფლნენ და მთელი თამაშის მანძილზე ფლობდნენ. რეალურად ანგისასზე გასული სამივე გოლიც მათ აქტივშია ჩაწერილი. პირველი, ლადო მამუჩაშვილმა 36-ე წუთზე „ლოკოს" კარში, გაიტანა და საკუთარი გუნდი დააწინაურა, 1-0.  71-ე წუთზე მამუჩაშვილმა უკვე მიხეილ ალავიძის კარის აღება მოახერხა და სტუმრებს, რომლებმაც თავად ვერ მახერხეს ბათუმელთა კარის აღება, ამ შეხვედრაში ბოლო გოლი აჩუქა. კუთხურიდან ბურთი ბექა დარცმელიამ ჩამოაწოდა. საჯარიმოში შექმნილი არეულობით, კი ყველაზე უკეთ ირაკლი სიხარულიძემ ისარგებლა. თუმცა, მას ლადო მამუჩაშვილიც „დაეხმარა" და ოფიციალურად, ეს გოლი ბათუმელთა ნახევარმცველს ჩაეწერა.საბედნიეროდ, ამ მომენტისთვის „დინამო", უკვე 2-0-ს იგებდა. მე-60 წუთზე, თბილისელთა კარი, ჯოვინო ფლამარიონიმ აიღო. სხვათა შორის, ეს ბათუმელისთვის მე-12 გოლი იყო, მიმდინარე ჩემპიონატში.  ბათუმელებმა ამ შეხვედრაში, მნიშვნელოვანი 3 ქულა მოიპოვეს და ახლა, მხოლოდ 1 ქულით უსწრებენ „დინამო თბილისს", რომელსაც 1-ით ნაკლები თამაში აქვს ჩატარებული.



ბათუმის „დინამოს" წინააღმდეგ, პირველი ოფიციალურ მატჩი ჩაატარა, „ლოკომოტივის" ძირითადი გუნდის შემადგენლობაში ბექა დარცმელიამ. ახალგაზრდა ნახევარმცველმა 90 წუთი ითამაშა და საკმაოდ დამაჯერებლადაც გამოიყურებოდა.


სატურნირო ცხრილი

მომდევნო თამაშების კალენდარი


სტატიაში გამოყენებულია „საბურთალოს", „ტორპედოსა" და „დინამო" ბათუმის ფოტოები