საკალათბურთო ლეგიონი
საკალათბურთო ლეგიონი
16.09.2019
ავტორი: კალათბურთის ფედერაციის ინფორმაცია

საქართველო, 2021 წლის ევროპის საკალათბურთო ჩემპიონატის ჯგუფურ ეტაპს, რომ უმასპინძლებს, ეს არავისთვის სიახლე აღარ არის. ყოველდღიურად, ქვეყანა, ამ ფორუმისთვის ემზადება და ბუნებრივია, ემზადებიან კალათბურთელებიც. ქართველთა ნაკრების ბერძენი თავკაცი, ილიას ზუროსი თვლის, რომ  ჩვენ უნდა გავაკეთოთ ყველაფერი, რათა თავი მოვუყაროთ უძლიერეს, ოპტიმალურ შემადგენლობას - როგორც ევრობასკეტის ერთ-ერთი მასპინძელ ქვეყანას, საქართველოს კონტინენტის პირველობაზე უნდა ჰყავდეს საკმაოდ კონკურენტუნარიანი გუნდი, რის მისაღწევადაც ყველამ ჩვენი მაქსიმუმი უნდა გავიღოთო.


ბუნებრივია, თუ როგორ ასპარეზობენ ქართველი კალათბურთელები, ეროვნული ნაკრების პოტენციური წევრები საქართველოში თუ მის ფარგლებს გარეთ, ჩვენ, შევეცდებით სისტემატურად მოგაწოდოთ ინფორმაციები. რუბრიკაში, ქართული ლეგიონი, ჩვენ საქართველოს კალათბურთის ოფიციალური ვებ-გვერდის ინფორმაციებს დავეყრდნობით. დღეს, ესპანეთში მყოფ ქართულ ლეგიონზე შევჩერდებით.


თორნიკე შენგელია




ბასკეთის თასი, რომელიც ყოველი სეზონის დაწყებამდე იმართება და რომელშიც ესპანეთის ამ რეგიონის 2 საუკეთესო გუნდი ერკინება, თორნიკე შენგელიას "ბასკონიამ" მოიგო. ვიტორიელებმა სათასო მატჩში ბილბაოს "რეტაბეტი" 66-55 დაამარცხა.


ყველაზე მეტი ბილბაოელმა კულბოკამ ჩააგდო, შენგელია კი "ბასკონიას" ბომბარდირი გახდა. მის ანგარიშზე 15 ქულაა. საქართველოს ნაკრების კიდევ ერთმა წევრმა, ამერიკელმა მეტ ჯენინგმა (რომელიც თოკოს თანაგუნდელია) შეხვედრა 7 ქულით დაასრულა.

 

გიორგი შერმადინი




გიორგი შერმადინის "იბეროსტარი" ამხანაგური ტურნირის - "კოსტა ადეხე ტენერიფეს" გამარჯვებულია. ფინალურ მატჩში ტენერიფელებმა "ფუენლაბრადა" გაანადგურეს. შეხვედრის საბოლოო ანგარიშია 103-75 "ტენერიფე იბეროსტარის" სასარგებლოდ.


ქართველი ცენტრი სასტარტო ხუთეულში იყო და მოედანზე 16-19 წუთი გაატარა. შერმადინმა 9-დან 5 ორქულაინი ჩააგდო და საბოლოოდ 10 ქულა დააგროვა, რასაც 4 მოხსნა და 1 ჩაჭრა მოაყოლა. შერმადინის გუნდში საუკეთესო იყო ფრან გუერა, რომელმაც 12 ქულა, 6 მოხსნა და 5 პასი მიითვალა. ბომბარდირი კი 19 ქულით საშუ სალინი გახდა. მატჩის შემდეგ ტენერიფელებს ტურნირის საჩემპიონო თასი გადაეცათ.

 

ბექა ბურჯანაძე




ესპანეთის ჩემპიონატის დაწყებამდე ამ ქვეყანაში აქტიური მოსამზადებელი პერიოდია, რომლის ფარგლებშიც სხვადასხვა ტურნირები იმართება. გუშინ გათამაშდა ხეტაფეს თასი, რომლის ფინალშიც "ესტუდიანტესმა" დაძაბულ ბრძოლაში, ბოლო წამებზე, ხუან პალაციოს 2 სამქულიანით აჯობა ბექა ბურჯანაძის გრანკანარიულ "ჰერბალაიფს" - 77:74.


ბურჯანაძე სათადარიგო იყო და მოედანზე 19:32 წუთი გაატარა. ბექამ 5-დან 3 სამქულიანი ჩააგდო, 1 ორიანი კი ააცილა. საბოლოო ჯამში ქართველმა ფორვარდმა 9 ქულა, 4 მოხსნა და 1 ჩაჭრა მიითვალა. გრანკანარიელთაგან 5 ქულით ბომბარდირი მეთიუ კასტელო გახდა. გამარჯვებულებს კი 17 ქულით ზემოთხსენებულმა ხუან პალაციომ ულიდერა.


მასალა მომზადებულია კალათბურთს ფედერაციის ოფიციალური ვებ-გვერდის მასალების მიხედვით