ძალოსნები ხვალ დაიწყებენ
ძალოსნები ხვალ დაიწყებენ
18.09.2019
ავტორი: თ.ჯ.

ტაილანდის ქალაქ პატაიაში  18 სექტემბერს სტარტს აიღებო ძალოსანთა მსოფლიო ჩემპიონატმა, რომელზეც საქართველოს ნაკრებიც არის წარმოდგენილი. მსოფლიო ჩემპიონატის მედლების გარდა, ტაილანდში,  ტოკიოს 2020 წლის ოლიმპიური თამაშების სალიცენზიო ქულებიც გათამაშდება.

საქართველოს ძალოსანთა ნაკრები ტაილანდში გიორგი ასანიძის ხელმძღვანელობით გუშინ ჩავიდა და ასპარეზობაში 19 სექტემბრიდან ჩაერთვება.

ჩემპიონატის პირდაპირი ტრანსლაციები სილქ უნივერსალის არხზე იწარმოებს.

გაგაცნობთ ქართველი ძალოსნების გამოსვლის განრიგს:


61 კგ. გოდერძი ბერდელიძე - 19 სექტემბერი 11:25 საათი

61კგ. შოთა მიშველიძე - 19 სექტემბერი - 17:25 საათი

67 კგ. გოგა ჩხეიძე - 20 სექტემბერი - 09:00 საათი

73 კგ. კახი ასანიძე - 21 სექტემბერი - 11:25 საათი

73 კგ. არჩილ მალაყმაძე - 21 სექტემბერი - 11:25 საათი

89 კგ. რევაზ დავითაძე - 23 სექტემბერი - 17:25 საათი

96 კგ. ანტონ პლესნოი - 24 სექტემბერი - 14:55 საათი

102 კგ. ირაკლი ჩხეიძე - 25 სექტემბერი - 17:25 საათი

109 კგ. გიორგი ჩხეიძე - 27 სექტემბერი - 08:00 საათი

109 კგ. ლაშა ტალახაძე - 27 სექტმებერი - 12:55 საათი