ევროპის ჩემპიონატამდე 7 დღე რჩება
ევროპის ჩემპიონატამდე 7 დღე რჩება
19.04.2024
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

ერთი გამოტოვებული წონა და სამი გაორებული - ასე გეგმავს ზაგრებში, ევროპის 2024 წლის ჩემპიონატზე გამოსვლას საქართველოს კაცთა ნაკრები ჯუდოში. აღსანიშნავია, რომ პარიზის ოლიმპიური თამაშების წელს, ისევე, როგორც ბევრი წამყვანი ნაკრები, ქართული გუნდიც ცდილობს, პირველი ნომრები „დამალონ", თუმცა, ზაგრებში, 25-27 აპრილს დაგეგმილ ევროპის ჩემპიონატზე, ქართული გუნდის შემადგენლობაში ტატო გრიგალაშვილს და ილია სულამანიძესაც ვიხილავთ.

კაცთა გუნდი, კონტინენტის პირველობაზე 9 სპორტსმენით იქნება წარმოდგენილი.


-66 კგ ვაჟა მარგველაშვილი

-73 კგ ლაშა შავდათუაშვილი, გიორგი ჩიხელიძე

-81 კგ ტატო გრიგალაშვილი

-90 კგ  ლაშა ბექაური, გიორგი ჯაბნიაშვილი

-100 კგ  ილია სულამანიძე

+100 კგ გურამ თუშიშვილი, საბა ინანეიშვილი


4 წონით კატეგორიაში შეეცდებიან, მედლების მოპოვებას ქართველი ჯუდოკა ქალებიც. ორი წონა, გოგონებსაც გაორებული აქვთ.


-57 კგ ეთერ ლიპარტელიანი, ნინო ლოლაძე

-63 კგ ეთერ ასკილაშვილი

-70 კგ მარიამ ჭანტურია, ნინო გულბანი

+78 კგ სოფიო სომხიშვილი


აქვე გეტყვით, რომ ინდივიდუალური ასპარეზობების შემდეგ, გათამაშდება ევროპის ჩემპიონის ტიტული გუნდური სახეობაშიც. სწორედ ამ ტურნირით, 28 აპრილს დასრულდება კონტინენტის პირველობა.