„მარილი“ ახალ გარემოში - გაბუნია ახალ გუნდთან ერთად ჩემპიონობისთვის იბრძვის
„მარილი“ ახალ გარემოში - გაბუნია ახალ გუნდთან ერთად ჩემპიონობისთვის იბრძვის
27.04.2024
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

საქართველოს ქალთა ეროვნული ნაკრების მეკარეს თითია გაბუნიას, ტრავმის და ჯანმრთელობის პრობლემების გამო, შეიძლება ითქვას შარშანდელი სეზონი გაუცდა. შესაბამისად ერთ-ერთმა ყველაზე პოპულარულმა ქართველმა მეკარე ქალმა, 2023 წლის სეზონზე მხოლოდ 4 შეხვედრა ჩაატარა. იყო „ლანჩხუთის" სათადარიგო სკამზე, გასულის სეზონის ბოლო მატჩში, თუმცა, არც იმ თამაშში მიუღია. საბოლოოდ გამოჯანმრთელების შემდეგ კი, ახალი სეზონის დაწყება თათია გაბუნიამ სხვა, ახალ და ერთ-ერთ ყველაზე ახალგაზრდულ და პერსპექტიულ გუნდში გადაწყვიტა.

„ამ სეზონზე ყველაფრის თავიდან დაწყება მომიწია. მომიწია შევჩვეოდი ახალ გარემოს და ახალ გუნდს... საბოლოოდ კი, ყველაფერი მარტივად მოგვარებადი აღმოჩნდა, რაც ბავშვების და სტაფის დამსახურებაა", - ამბობს თათია გაბუნია TSFF.Ge-სთან საუბარში.


 ყველაზე მხიარულმა მეკარემ ქართულ რეალობაში ქალთა ლიგის გათამაშების ახალი სეზონი მშობლიური ლანჩხუთიდან საკმაოდ შორს თბილისში დაიწყო. „კვარტალში", რომელიც ქალთა ჩემპიონატებში, ერთ-ერთ სტაბილურ გუნდად ჩამოყალიბდა, სადებიუტო მატჩი ქუთაისში, „მართვეს" წინააღმდეგ ჩაატარა და კარი მშრალად შეინახა. ამის შემდეგ, „გაბუმ" ახალ გუნდთან ერთად, კიდევ 5 მატჩი ჩაატარა და კარი კვლავ „მშრალად" შეინახა.


„პირველ რიგში, მინდა აღვნიშნო, რომ „კვარტალი" ყოველ წელს უფრო და უფრო იზრდებოდა იმ დღიდან, როდესაც ჩემპიონატში ჩაერთო, თუმცა, ყოველთვის აკლდა „მარილი'', რაც ხელს უშლიდა გუნდს ჩამოყალიბებაში. დღეს, ეს უკვე პრობლემას არ წარმოადგენს... 7 თამაში და 7 მოგება, თან უდანაკარგო. საკუთარ კარში არცერთი მიღებული გოლი ძალიან ბევრს ნიშნავს.  გუნდში იგრძნობა ჩემპიონობის წყურვილი", - ამბობს გაბუნია. „დღესდღეობით ესეთი შედეგი მხოლოდ ერთი ან ორი ადამიანის დამსახურება სულაც არ არის. ეს შედეგი მთლიანი გუნდის დამსახურებაა... ყველა თანაბრად იბრძვის და შრომობს რათა მიაღწიონ სასურველს.  რაც შეეხება დღევანდელ თამაშს, მინდა მთელ გუნდს მადლობა გადავუხადო", - ამბობს თათია გაბუნია, რომლის გუნდმაც დღეს, ფოთში, ხობის „კოლხეთი"  0-14 დაამარცხა. სხვათა შორის, დღევანდელ შეხვედრაში, ერთი გოლი 11-მეტრიანით, თავად „გაბუმაც" გაიტანა.


ქალთა ლიგის 2024 წლის რეგულარული ჩემპიონატის პირველი ტური დღეს, მე-7 ტურის შეხვედრებით დასრულდა. თათია გაბუნიას „კვარტალი" ამ მომენტისთვის 7 თამაშში დაუმარცხებელია და თან ისე, რომ საოცარი ბურთების შეფარდება აქვს, 37 გატანილი და არც ერთი საკუთარ კარში მიღებული.