ევროპის ჩემპიონატის დასკვნით დღემდე EJU-მ ქართველები დააჯილდოვა
ევროპის ჩემპიონატის დასკვნით დღემდე EJU-მ ქართველები დააჯილდოვა
28.04.2024
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

ზაგრებში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე გუშინ, ძიუდოს ევროპის კავშირმა 2023 წლის საუკეთესოები გამოავლინა. გამარჯვებულთა შორის, სამ ნომინაციაში ყველაზე წარმატებულები ჩვენებურები აღმოჩნდნენ.

წლის საუკეთესო მამაკაცი ძიუდოისტი ტატო გრიგალაშვილი გახდა, წლის საუკეთესო ახალგაზრდა მამაკაცი ძიუდოისტი, შალვა გურეშიძე. 2023 წლის საუკეთესო გუნდად კი, საქართველოს ქალთა და ვაჟთა შერეული ნაკრები.


შეგახსენებთ, რომ ტატო გრიგალაშვილი გასულ წელს მსოფლიოს ჩემპიონი და ევროპის ვიცეჩემპიონი გახდა. შალვა გურეშიძე ახალგაზრდებს შორის ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონის ტიტულს დაეუფლა, ხოლო საქართველოს ქალთა და ვაჟთა შერეულმა ნაკრებმა მსოფლიოს ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედალი მოიგო და ევროპული თამაშების ჩემპიონი გახდა.