მხოლოდ ვერცხლი შერეულ გუნდურში
მხოლოდ ვერცხლი შერეულ გუნდურში
28.04.2024
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი


ზაგრებში დასრულებული ევროპის ჩემპიონატი საქართველოს ნაკრებმა შერეული გუნდური ტურნირის ვერცხლის მედლებით დაასრულა. დასანანია, რომ ჩვენმა გუნდმა მშრალი ანგარიშით, 4-0 წააგო საფრანგეთთან. საინტერესოა, ფინალურ დაპირისპირებაში ტატამზე გამოსულ ქართველთაგან ორს, ეთერ ლიპარტელიანს და მარიამ ჭანტურიას სამი შიდოს გამო ჰანსუკომაკეთი ჩაუთვალეს წაგება. ლაშა ბექაური ე.წ თავზე გადავლა ჩაუთვალეს შეცდომად. ლაშა შავდათუშვილმა კი, ვაზარით წააგო. ბუნებრივია, ასეთ შედეგს, რთულად წარმოიდგენდა ვინმე, თუმცა, ეს სპორტია და 2024 წელს უფრო მნიშვნელოვანი ტურნირები ჯერ წინაა.


დასკვნით დღეს, 11 გუნდი, შერეული გუნდური ოქროს მოგებას შეეცადა. საქართველოს ნაკრებმა ეთერ ლიპარტელიანის, ლაშა შავდათუაშვილის, მარიამ ჭანტურიას, ლაშა ბექაურის, სოფო სომხიშვილისა და გურამ თუშიშვილის შემადგენლობით, ასპარეზობა მეორე წრიდან დაიწყო და იტალიის ნაკრებს შეხვდა.


ამ დაპირისპირებაში, ყველაზე ხანგრძლივი „შავის" დაპირისპირება გამოდგა, თუმცა, ჩვენებურმა მოიგო, ისევე როგორც ჩვენი გუნდის ყველა ბიჭმა. გოგონებს, სამწუხაროდ, ამ ჯერზე არ გამოუვიდათ. თანაბარი ანგარიშის პირობებში, დაინიშნა ე.წ. „გოლდეს სქორი", რომელში "ლოტოტრონმა" ბექაური გამოიძახა. ლაშამ კი ის საკმაოდ მალე, იპონით დაასრულა. საქართველომ 4-3 გაიმარჯვა და 1/2 ფინალში გავიდა.


სამი იპონით დაწყებული დაპირისპირებას თავიდანვე ემჩნეოდა, რომ ქართველთა გამარჯვებით დასრულდებოდა.  გურამ თუშიშვილმა, ეთერ ლიპარტელიანმა და ლაშა შავდათუაშვილმა, სულ რამდენიმე წუთში მოახერხეს ერთმანეთზე ლამაზი იპონების შესრულება და 3-0 დაწინაურება. გამარჯვების ქულა კი, ქართულ გუნდს, აქაც, ლაშა ბექაურმა მოუტანა.  ჩვენებმა 4-1 გაიმარჯვეს და ფინალში გავიდნენ.

 


ფოტო: © EJU