კალათბურთელთა ეროვნული 10 ივნისიდან იტალიაში შეიკრიბება
კალათბურთელთა ეროვნული 10 ივნისიდან იტალიაში შეიკრიბება
19.04.2024
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

პარიზის ოლიმპიური თამაშების საკვალიფიკაციო ტურნირამდე საქართველოს კალათბურთის ეროვნული ნაკრები ორ სპარინგს გამართავს. თავდაპირველად, ალეკსანდარ ჯიკიჩის გაწვრთნილი ნაკრები იტალიურ ტრენტოში იტალიის ნაკრებს დაუპირისპირდება. შეხვედრა, კალათბურთის ეროვნული ფედერაციის ინფორმაციით, 23 ივნისს გაიმართება. ამის შემდეგ კი, საქართველოს ნაკრები რიგაში გადაინაცვლებს და 28 ივნისს ეგვიპტეს შეხვდება.

ჩვენი ეროვნული ნაკრები, რომელმაც, მსოფლიო ჩემპიონატზე 16 საუკეთესო გუნდს შორის მოხვედრით, პარიზის ოლიმპიური თამაშების თამაშის უფლება მოიპოვა, 10 ივნისიდან 1 ივლისის ჩათვლით საწვრთნელ შეკრებას თავდაპირველად იტალიაში, შემდეგ კი, ლატვიაში გაივლის და ოლიმპიურ თამაშებზე გასამგზავრებლად დარჩენილი ოთხი საგზურიდან ერთის მოპოვებას შეეცდება.


ჯიკიჩის გუნდი ამის გაკეთებას სწორედ რიგაში, მასპინძელ ლატვიასთან, ბრაზილიის, მონტენეგროს, ფილიპინებისა და კამერუნის წინააღმდეგ შეეცდება.


დებულების თანახმად,  A ჯგუფში ლატვია, საქართველო და ფილიპინებია, ხოლო B-ში - ბრაზილია, მონტენეგრო და კამერუნი.


2 ივლისი საქართველო - ლატვიას, ხოლო

4 ივლისი საქართველო - ფილიპინები


ჯგუფში  2 საუკეთესო შედეგის მქონე გუნდი 1/2 ფინალში ჯვარედინად დაუწყვილდება B ჯგუფიდან გამოსულ 2 საუკეთესო შედეგის მქონე გუნდს.


6 ივლისი 1/2  ფინალი

7 ივლისი ფინალია დაგეგმილი, რომელში გამარჯვებული გუნდიც, ოლიმპიადის საგზურს მოიპოვებს.


აქვე გეტყვით, რომ  ლატვიის გარდა მსგავსი 6-6 გუნდიანი ტურნირები სან ხუანში (პუერტო რიკო), პირეოსში (საბერძნეთი) და ვალენსიაში (ესპანეთი) ჩატარდება.