
ვერის ბაღში მდებარე საბილიარდო კლუბში „მეტროპული" 24 ივნისს, მედია-საბილიარდო ტურნირი „მეტროპული 2018"-ის მეორე ატაპი გაიმართა. საქართველოში აკრედიტებული 11 მედია-საშუალების წარმომადგენელმა ამ დღეს, ოლიმპიური სისტემით ჯერ 1/8 ფინალები, ხოლო შემდეგ ¼ ფინალები ითამაშეს. ტურნირის დებულების თანახმად 1/8 ფინალებში 16-მა მონაწილემ პარტია 3 მოგებამდე ითამაშეს:
A1/B2 - ნოდარ მაისურაძე ( News Georgia) vs გიორგი ხარებაშვილი (რუსთავის 2) 3-1
C1/D2 - ტატო ნინიძე (ტაგბი ტვ) vs მალხაზ გულაშვილი (Georgia Today) 0-3
B1/A2 - დუდუ კურდღელია (რუსთავი 2) vs მიშა ჟორჟოლიანი (sport24.ge) 3-2
D1/C2 - ზაალ ჩხეიძე (საზოგადოებრივი) vs დავით მანჯავიძე (აჭარასპორტი) 0-3
E1/F2 - გიორგი ბახია (თანამგზავრი) vs გიორგი კაციტაძე (tsff.ge / მეტროპული) 3-1
G1/H2 - პაპუნა ფირალიშვილი (რაგბი ტვ) vs ოთო მაღლაკელიძე (თავისუფლება) 3-1
F1/E2 - დათო გავაშელი (რუსთავი 2) vs ედო თათეიშვილი (რუსთავი 2) 2-3
H1/G2 - ვახო გაფრინდაშვილი (იმედი) vs ლევან პატარიძე (რუსთავი 2) 2-3
1/8 გამარჯვებულებმა ამავე დღეს ¼ ფინალური მატჩები გამართეს. ამჯერად დებულების მიხედვით მატჩი 4 მოგებამდე გაგრძელდა.
1 წყვილი - ნოდარ მაისურაძე (News Georgia) vs მალხაზ გულაშვილი (Georgia Today) 4-0
2 წყვილი - დუდუ კურდღელია (რუსთავი 2) vs დავით მანჯავიძე (აჭარასპორტი) 4-3
3 წყვილი - გიორგი ბახია (თანამგზავრი) vs პაპუნა ფირალიშვილი (რაგბი ტვ) 1-4
4 წყვილი - ედო თათეიშვილი (რუსთავი 2) vs ლევან პატარიძე (რუსთავი 2) 2-4
შეგახსენებთ, რომ ტურნირი 21 ივნისს დაიწყო და მასში 18 მედია-საშაულების 40-მდე წარმომადგენელმა მიიღო მონაწილეობა. ტურნირში „მეტროპული 2018" გოგონათა შორის გამარჯვებული პირველივე დღეს გამოვლინდა. განახლებული მედია-საბილიარდო ტურნირის გამარჯვებული, რადიო თანამგზავრის წარმომადგენელი ნინი ჩხაიძე გახდა.
ვაჟთა შორის კი, გამარჯვებულები 30 ივნისს გამოვლინდებიან. ამ დღეს ½ ფინალური შეხვედრები, ვერის ბარში, საბილიარდო კლუბში „მეტროპული" 16:00-დან დაიწყება. ½ ფინალში გამარჯვებულები 5 მოგებამდე ითამაშებენ. ამის შემდეგ კი საუკეთესოები ფინალურ თამაშს, დამარცხებულები კი მე-3 ადგილისთვის მატჩს გამარათავენ,
½ ფინალში მოთამაშეები ასე დაწყვილდნენ:
1 წყვილი - დუდუ კურდღელია (რუსთავი 2) vs პაპუნა ფირალიშვილი (რაგბი ტვ)
2 წყვილი - ნოდარ მაისურაძე (News Georgia) vs ლევან პატარიძე (რუსთავი 2)
ფინალური თამაშების გამართვამდე, საბილიარდო კლუბი „მეტროპულის" ხელმძღვანელობამ ყველა ის მონაწილე, რომლებიც გამოეთშენ ასპარეზობას 1-კვირიანი უფასო, ულიმიტო აბონიმენტებით დაასაჩუქრა. ბილიარიდ მოყვარულ მედიის ამ ნაწილს 2018 წლის 1 ივლისიდან 1 კვირის განმავლობაში ნებისმიერ დროს შეეძლებათ საბილიარდოში მისვლა და თამაში.