ხვიჩა კვარახელია პსჟ-თან ერთად ჩემპიონთა ლიგის ფინალში ითამაშებს
ხვიჩა კვარახელია პსჟ-თან ერთად ჩემპიონთა ლიგის ფინალში ითამაშებს
08.05.2025
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

ხვიჩა კვარაცხელია უეფა-ს ჩემპიონთა ლიგის ფინალშია. ქართველის პსჟ, 31 მაისს, მიუნჰენში, იტალიურ „მილანს" დაუპირისპირდება. საპასუხო ნახევარფინალურ შეხვედრაში, ფრანგულმა კლუბმა 2-1 გაიმარჯვა, ორი შეხვედრის ჯამში, 3-1-ით სძლია მეტოქეს და გუნდის მთავარ მწვრთნელს ლუის ენრიკეს, ნამდვილად მეფური საჩუქარი გაუკეთა დაბადებიდან 55 წლისთავზე.

„ვფიქრობ, ემოციურობისა და ინტენსიობის ხარისხიდან გამომდინარე, მატჩმა არავინ გააწბილა. „არსენალი" ჩამოსული იყო მოსაგებად და შეხვედრის პირველი ნახევარი თამაში მათი კარნახით წარიმართა. ჩვენ ვიზარალეთ, იმ გაგებით, რომ ბურთით თუ, ბურთის გარეშე კარგი თამაშით, „არსენალმა", პრობლემები შეგვიქმნა", - იტყვის ლუის ენრიკე თამაშის დასრულების შემდეგ.


აღსანიშნავია, რომ პსჟ-დან პირველად, გოლის გატანის შესაძლებლობა მასპინძელი გუნდიდან, სწორედ ქართველს ჰქონდა, თუმცა, მე-17 წუთზე, „კვარას" დარტყმული ძელმა აისხლიტა. პარიზულმა კლუბმა, პირველი გოლიც, კვარაცხელიას აქტივობის შემდეგ გაიტანა. 27-ე წუთზე ფაბიან რუისმა უძლიერესი დარტყმით გახსნა ანგარიში. აქ მოვლენებს ოდნავ წინ გავუსწრებთ და გეტყვით, რომ მართალია, ხვიჩას არ მეორე გოლში ჩაუწერია საგოლე გადაცემა, მაგრამ ისევ და ისევ მის სწორ თამაშს მოჰყვა გაგრძელება, რის შემდეგაც, 72-ე წუთზე გოლი ჰაკიმმა გაიტანა. სხვათა შორის, ამ გოლამდე, რამდენიმე წუთით ადრე, ანგარიშის გაზრდის საშუალება ვიტინიასაც ჰქონდა, თუმცა, რა იზლაზნა და როგორც დაარტყა? ფაქტია, რომ რაიამ ვიტინიას დარტყმული 11-მეტრიანი მოიგერია.


თუმცა, ამ მომენტამდე, მოედანზე იყო, სტუმართა, შეიძლება ითქვას სრული დომინაცია და დინარუმასაც რამდენჯერმე მოუხდა საქმეში ჩართვა. ალბათ, არ გადავაჭარბებთ, თუ ვიტყვით, რომ „არსენალთან" დუელის ორივე ფაზაში, სწორედ იტალიელი მეკარე იყო საკვანძო ფიგურა და შეიძლება ითქვას, ფინალური საგზურის მცველიც (მაგალითისვის: მე-4 წუთზე, დონარუმამ მოახერხა მარტინელის დარტყმულის მოგერიება, მე-8 წუთზე, ოდეგორი ურტყამს უძლიერესად, 64-ე წუთზე მოიგერიეს საკას დარტყმული).


„პირველ ტაიმში მოგვიხდა ადაპტაცია და „არსენალის" თამაშზე მორგება. ეს არ იყო ის, რაც გვინდოდა და ვგეგმავდით, მაგრამ პირველ ტაიმში გავიტანეთ გოლი. მეორე ტაიმში კი ვიყავით უკეთესები", - ამბობს ლუის ენრიკე მატჩის დასრულების შემდეგ.


თამაშის დასრულებამდე 14 წუთით ადრე, როდესაც გულის სიღრმეში ლონდონელებს უკვე ხელი ჩაქნეული ჰქონდათ საკამ (76') ერთი გოლი გაქვითა და რეალურად, „არსენალსაც" თამაშის გადარჩენის იმედი გაუჩნდა. თუმცა, ამისთვის, მინიმუმ ორი გოლი უნდა გაეტანა. რაც მათ ვერ შესძლეს. სამაგიეროდ, შეძლო პსჟ-მ მეტ-ნაკლებად ბურთიც გაეკონტროლებინა, დრო გაეყვანა და „ემუშავა" გადავსებული სტადიონის ემოციაზე.


„ფეხბურთში ლოგიკა არ არსებობს. პირველად როდესაც აქ ვიყავი თქვენთან ერთად, ვლაპარაკობდით, რომ გვინდოდა ისტორიის შექმნა და იყო პროექტი, რომელიც უნდა განგვეხორციელებინა. ორი წლის მანძილზე ძალიან ბევრი გაკეთდა და შეიცვალა და ნამდვილად კმაყოფილი ვარ ამ პროექტით. მე, როგორც მწვრთნელს, ყველაფრის გაკეთების შესაძლებლობა მაქვს. მყავს გუნდი, როგორიც მინდა, რომ მყავდეს. როდესაც ამ ტურნირში იწყებ თამაშს, ყველა გუნდი უკლებლივ ფიქრობს და უნდა, რომ მოიგოს ჩემპიონთა ლიგა. ჩვენ ჯერ კიდევ წინ გვაქვს ფინალური თამაში და უნდა მოვახერხოთ მოგება. ამას ერთხელ თუ გააკეთებ, მერე დაიწყებ მოგებას", - ამბობს ლუის ენრიკე.


პსჟ, ფინალში, რომელიც მიუნჰენში გაიმართება მილანის ინტერს „დაუპირისპირდება", გუნდს, რომელმაც ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე სეზონში, ვადამდე ადრე გამარჯვებულად შერაცხული „ბარსელონა" დაამარცხა და ძალიან კარგი შთაბეჭდილება დატოვა.


„ფინალისთვის უნდა მოვემზადოთ, ყველა იმ ფეხბურთელით, რის რესურსიც გვაქვს. მილანის „ინტერისთვის" არის მეორე ფინალი ბოლო სამ წელიწადში. არის ძალიან კარგი გუნდი, დომინანტი. რა თქმა უნდა, გუნდს უფრო დეტალურად შევისწავლით. თუმცა, ვნახეთ, საკმაოდ კარგი ნახევარფინალები. სიურპრიზებით აღსავსე და შესანიშნავი ნახევარფინალები იყო. რა თქმა უნდა ისინი, ჩვენზე მეტად გამოცდილები არიან",  - ამბობს პსჟ-ს მთავარი მწვრთნელი.


პსჟ-მ მოახერხა ჩემპიონთა ლიგის ფინალში მეორედ გასვლა. ბოლოს შეგახსენებთ, რომ ფრანგულმა კლუბმა ამის გაკეთება 2019-2020 წლების სეზონზე მოახერხა, როდესაც მიუნჰენის „ბაიერნთან" 1-0 დამარცხდა. აქვე გეტყვით იმასაც, რომ „რეიმსთან" და „მარსელთან" ერთად, პსჟ, მესამე ფრანგული კლუბია, რომელიც ლიგის ფინალში ახერხებს თამაშს. რაც შეეხება პსჟ-ში ჩვენს ბიჭს, 2007 წლის შემდეგ, ხვიჩა კვარაცხელია, პირველი ქართველი ფეხბურთელი ხდება, რომელსაც უეფა-ს ჩემპიონთა ლიგის ფინალში უწევს თამაში.



სტატიაში გამოყენებულია UEFA.com-ისა და სფფ-ის ფოტოები