სლოვენია, ლატვიასა და ლიეტუვასთან ერთად ფუტსალის ევრო 2026-ის თანამასპინძელია
სლოვენია, ლატვიასა და ლიეტუვასთან ერთად ფუტსალის ევრო 2026-ის თანამასპინძელია
30.06.2025
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

3 ივლისს, გაირკვევა თუ ვინ იქნება, ფუტსალში, ევროპის ჩემპიონატისკენ მიმავალ გზაზე, საქართველოს ნაკრების მოწინააღმდეგე. შემოდგომაზე დანიშნულ ფლეი-ოფში გამარჯვების შემთხვევაში, ავთანდილ ასათიანის გუნდი, ზედიზედ მეორე მოახერხებს ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე თამაშს.


„აგვისტოს დასაწყისში მოსამზადებელი ეტაპის პირველი ციკლი იგეგმება. შეკრების დროს, ფიზიკურ მომზადებაზე გაკეთდება აქცენტი. ამის შემდეგ, გვქნება მოსამზადებელი ეტაპის მეორე ციკლი და ბოლოს, 23-30 აგვისტოს გვექნება კიდევ ერთი შეკრება. ამ ბოლო შეკრებისას, იმედს ვიტოვებთ, რომ სპარინგსაც ვიპოვით. მოგეხსენებათ, ამ დროს არ არის ოფიციალური ფანჯარა, შესაბამისად, გუნდების უმეტესობას, თამაშის სურვილი არ აქვს. ერთი ვარიანტი გვრჩება, 3 ივლისს არის წილისყრა და თუკი, რომელიმე გუნდი, რომელიც ჩვენ არ შეგხვდება, გამოთქვამს თამაშის სურვილს, შესაძლოა დავგეგმოთ სპარინგი. ასე, რომ ველოდებით წილისყრას. თუ არ გამოვა სპარინგი, მოთამაშეები სექტემბერში, კლუბებს დაუბრუნდებიან და შემდეგ ფლეი-ოფისთვის შევიკრიბებით", - ამბობს ავთანდილ ასათიანი TSFF.Ge-სთან ლაპარაკში.


მანამდე კი, უეფა-ს გადაწყვეტილებით, სლოვენია გახდა ის მესამე ქვეყანა, რომელიც ლატვიასა და ლიეტუვასთან ერთად, ფუტსალში, ევროპის 2026 წლის ჩემპიონატის თანამასპინძელი იქნება.


მოგეხსენებათ, მიმდინარე წლის აპრილში, ფუტსალში, ევრო 2026-იწ საკვალიფიკაციო რაუნდის დასრულების შემდეგ, ბელარუსმა პირდაპირი წესით მიპოვა ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე თამაშის უფლება. ფინალური ეტაპი კი, 2025 წლის 20 იანვრიდან 7 თებერვლის ჩათვლით, ლიეტუვასა და ლატვიაში უნდა გამართულიყო. გამომდინარე იქიდან, რომ ევროპის ჩემპიონატის მასპინძელი ორივე ქვეყანა, შიდა კანონმდებლობით კრძალავს მათ ტერიტორიაზე ბელარუსული გუნდებისა თუ სპორტსმენების აქტივობებს, უეფა-ს აღმასრულებელმა კომიტეტმა, სამართლიანი და დაბალანსებული პრინციპებიდან გამომდინარე, მიიღო გადაწყვეტილება, ევროპის ჩემპიონატის ორი მასპინძელი ქვეყნისთვის კიდევ ერთი დაემატებინა. ასე აღმოჩნდა, სლოვენია მასპინძელ ქვეყნებს შორის.


ევროპის ჩემპიონატზე მონაწილე ყველა კვალიფიკაცია გავლილ ქვეყნის ასოციაციასთან და პოტენციურ მასპინძელ ქვეყნებთან მოლაპარაკებების შემდეგ, უეფა-ს აღმასკომმა არჩევანი სლოვენიაზე შეარჩია, რომელსაც ფინალურ ეტაპზე თამაშის უფლება უკვე ჰქონდა მოპოვებული. კიდევ ერთი მიზეზი, რის გამოც უეფა-მ არჩევანი სლოვენიაზე შეაჩერა, ლუბლიანაში, 2018 წელს, უკვე ჩატარებული ევროპის ჩემპიონატია. შესაბამისად, ქვეყანას აქვს რესურსი, უმასპინძლოს მსგავს ფორუმს კიდევ ერთხელ.


ლატვია და ლიეტუვა მასპინძლების რანგში საკუთარ ქვეყნებში უმასპინძლებენ A (რიგა) და B (კაუნასი) ჯგუფებს. აღნიშნული ქალაქები ასევე უმასპინძლებენ თითო 1/4 ფინალს და ამით, ტურნირში მასპინძლის სტატუს გაუსვამენ ხაზს.


სლოვენია, საერთო ჯამში 18 შეხვედრას უმასპინძლებს C და D ჯგუფების გარდა, ორ 1/4 ფინალს, ნახევარფინალებს, მესამე ადგილის შეხვედრასა და ფინალს, რომელიც Arena Stožice-ზე ჩატარდება. სლოვენიის კიდევ ერთი არენა, Tivoli Arena, ასევე უმასპინძლებს ჯგუფური ეტაპის თამაშებს, ხოლო ჯგუფური ეტაპის მესამე სათამაშო დღეს, თამაშები ამ ორ არენაზე ერთდროულად გაიმართება.


სლოვენია, C ჯგუფში მოხვდება. C ან D ჯგუფში გადანაწილდება ბელარუსიც.