
ქართველი ჯუდოკები ზაგრებიდან ორი მედლით ბრუნდებიან. ზაგრების გრან პრიზე, ლუკა მაისურაძეს ცოტა დააკლდა ოქრომდე. -90კგ წონით კატეგორიაში ლუკა ფინალში ბულგარეთის წარმომადგენელს ივაილო ივანოს დაუპირისპირდა და დამატებით დროში სამწუხაროდ, ვაზარი „გაეპარა". ფინალამდე, ქართველმა, ოთხიდან სამი ბრძოლა იპონით მოიგო.
დღესვე, ფინალში ბრძოლის შანსი ჰქონდა +100კგ წონით კატეგორიაში მოასპარეზე საბა ინანეიშვილს, თუმცა, ქართველი 1/2 ფინალში დამარცხდა და ბრინჯაოს ფინალში გადაერთო, სადაც საბოლოოდ, იპონით მეზობელი აზერბაიჯანის წარმომადგენელი ჯამალ გამზათხანოვი დაამარცხა და ბრინჯაოს მედლის მფლობელი გახდა.
IJF-ის მსოფლიო ტურნეს, მორგი შეჯიბრი ამჯერად ხორვატიაში გაიმართა. 14-16 ნოემბერს ზაგრების გრან პრიზე ქართულმა გუნდმა 5 წონით კატეგორიაში 9 წარმომადგენლით იასპარეზა:
-66კგ / ლაშა ნადირაძე, თორნიკე მაზიაშვილი
-73კგ / გიორგი იანტბელიძე, თორნიკე მოსიაშვილი
-81კგ / ირაკლი ბეროშვილი
-90კგ / ლუკა მაისურაძე, მიხეილ კუპრაშვილი
+100კგ / საბა ინანეიშვილი, გელა ზაალიშვილი
სხვათა შორის, პირველ დღეს, ბრინჯაოს მედლის მოგების შანსი ჰქონდა ლაშა ნადირაძეს, თუმცა, ქართველი ბულგარეთის წარმომადგენელთან, ბოიან იოტოვთან ბრინჯაოს ფინალში დასრულდა. რეპეშაჟში იასპარეზა თორნიკე მოსიაშვილმა. მიუხედავად იმისა, რომ სხვა ქვეყნის დროშით იასპარეზა, ზაგრების გრან პრის გამარჯვებული -100 კგ წონით კატეგორიაში, ნიკოლოზ შერაზადიშვილი გახდა.
ფოტო: (c) Sabau Gabriela





ჩვენ







