
გუშინ და დღეს საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ჩემპიონატის მორიგი სათამაშო დღეს იყო. მესამე ტურის მატჩები რამდენიმე სტადიონზე პირველად ჩატარდა, შესაბამისად სეზონის გახსნის აღსანიშნავად, იმ სტადიონებზე ქვეყნის ჰიმნი აჟღერდა. ტური კი, თბილისში, „დინამო არენაზე" გაიხსნა.
საქართველოს ყველაზე ტიტულოვანმა „დინამო თბილისმა", „რუსთავი" მიიღო. მიუხედავად იმისა, რომ პირველი ტაიმში ბურთს მასპინძლები ფლობდნენ, სტუმრებს კარის ჩარჩოში ორი დარტყმა ჰქონდათ. მსაჯი კი, ყვითელ ბარათებს ხან პრევენციის მიზნით და ხანაც ხუშტურის გამო (მაგალითად წითელი ბარათი მეორე ტაიმში, რომელიც მოგვიანებით VAR-მა) დინამოელებისთვის არ იშურებდა. ასეა თუ ისე, ამ მონაკვეთის შემდეგ, სიმართლე რომ გითხრათ მომენტი, რომ დამმახსოვრებოდა არ იყო. თუ არ ჩავთვლით თბილისელთა გამოცდილი მეკარის, გიორგი ლორიას ჩართვებს თამაშში, რომელმაც ერთ მომენტში საკუთარი საჯარიმოდან გამოვიდა, ორ მოწინააღმდეგე გუნდის ფეხბურთელს შორის გაიარა და ბურთიც კი წამოიღო მეტოქის კარისკენ. მეორე ტაიმში, დიდა არაფერი შეცვლილა, თუ არ ჩავთვლით თბილისელთა კარში დანიშნულ პენალტს, რომელიც ჟან სოუზას ლორიამ აუღო. კიდევ, ტაიმის ბოლოს, თბილისელთა რიგებში დაბრუნებული და შეცვლაზე შემოსული, გიორგი ზარიას გასროლასაც გამოვყოფდით, რომელიც „რუსთავის" რიგებში მოთამაშე, „დინამო თბილისის აკადემიის" აღზრდილმა მეკარემ, პაპუნა ბერუაშვილმა აიღო. შეხვედრა ფრედ, 0-0 დასრულდა.
რვა ყვითელი, აქედან, პირველი ორი მასპინძლებს, ორი წითელი ბარათი სტუმრებს და შეხვედრისთვის მსაჯის მიერ დამატებულ მე-6 წუთზე გატანილი გოლი - ეს მოკლედ, ქუთაისში, რამაზ შენგელიაზე გამართული შეხვედრის შესაჯამებლად, რომელშიც „ტორპედომ" და მოქმედ ჩემპიონი „იბერია 1999" მინიმალური ანგარიშით 1-0 დაამარცხა. სხვათა შორის ამ შეხვედრაში, იყო კიდევ ერთი დეტალი, რომელსაც თამაშის მსვლელობის სურათი შეეძლო შეეცვალა, თუმცა, VAR-ი, მატჩის მსვლელობისას წყობიდან გამოვიდა. ქუთაისელებმა, კი მესამე ტურში, ორი მარცხის შემდეგ, პირველი ქულა მოიპოვეს. შეხვედრა ტორპედოელთა უპირატესობით მიმდინარეობდა. თუმცა, „სამქულიანი" გოლი, მასპინძლებმა მას შემდეგ გაიტანეს, რაც თბილისელებს 86-ე და 90-ე წუთებზე ორი ფეხბურთელი გაუგდეს. რიცხობრივ უმცირესობაში დარჩენილმა სტუმრებს კი, „გაეპარათ" ცოტნე ნადარაია, რომელმაც მშვიდად მოახერხა ბურთის კარში გადაგზავნა.
ალბათ, ძალიან ბევრს, ვისთვისაც გვითქვამს, რომ „სპაერი" არაა „ხელწამოსაკრავი" გუნდი, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც სამიოდე წლის წინ, ის აზუკა კიღურაძემ ჩაიბარა, შესაძლოა ხელი აგვიქნიონ და გვითხრან, რომ „მეორე ლიგის" გუნდი რა უნდა იყოსო, თუმცა, სწორედ იმიტომ, რომ ამ გუნდის თამაშს და შესაბამისად პროგრესს, წლებია ვაკვირდებით, თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ „სპაერს" ბევრი სიურპრიზის შემოთავაზება შეუძლია. მათ შორის ისეთის, როგორისაც მესამე ტურის შემდეგ, ქართული ფეხბურთის მოყვარულები ვადევნებთ. ამჯერად, თბილისელებმა „გაგრა" დაამარცხეს გასვლაზე. საინტერესოა, რომ „სპაერი" პირველი ტაიმის შემდეგ, მე-15 წუთზე თამაზ ცეცხლაძისა და 31-ე წუთზე გოჩა ცირდავას გოლებით უკვე ორბურთიანი სხვაობით იგებდა. მესამე გოლი კი, სიენდა მატენჯვამ მსაჯის მიერ დამატებულ დროში გატანა 0-3. შესაბამისად, სამ ბურთთან ერთად, მორიგი 3 ქულა ჩაიწერა აქტივში. სამი ტურის შემდეგ, 6 ქულით, სწორედ „სპაერია" ცხრილის ლიდერი.
წყალტუბოში, ფეხბურთის ფედერაციის საფეხბურთო ცენტრში გამართული შეხვედრა ადგილობრივ „სამგურალსა" და ბათუმის „დინამოს" შორის ფრედ, 1-1 დასრულდა. მატჩის პირველი ტაიმი თანაბრ ბრძოლაში წარიმართა და აჭარულმა გუნდმაც თავის შანსი გამოიყენა. 27-ე წუთზე სტანდარტულის შემდეგ, მასპინძელთა მეკარე შეცდა გამოცდაზე, ლუკა ქაფიანიძემ კი, ბურთი კარში გადაგზავნა. მეორე ტაიმი რადიკალურად განსხვავებული იყო და მასპინძლებიც დომინირებდნენ, თუმცა, მხოლოდ 83-ე წუთზე მოახერხეს ანგარიშის გათანაბრება. წყალტუბოელებს ქულა ველისოლიმ გადაურჩინა.
ტურის ბოლო შეხვედრა გორში, თენგიზ ბურჯანაძის სახელობის სტადიონზე გაიმართა. „დილამ", ეროვნული ლიგის დებიუტანტს „მეშახტეს" უმასპინძლა. მიუხედავად იმისა, რომ გამოცდილი გორული კლუბი უფრო აქტიური იყო და შესაბამისად, შანსიც მეტი ჰქონდა გოლის გატანის, ტყიბულელების სახით საკმაოდ გაუვალ კედელს ასკდებოდა. ლადო ბურდულს, რომელიც არ მოვერიდები, თუ თამამად ვიტყვი, რომ იმ გამონაკლის მწვრთნელებს განეკუთვნება, რომლებიც თუკი, საკუთარი გუნდის ვარჯიში ან თამაში არ ემთხვევა, ესწრება ყველა მატჩს, შესაბამისად ცოცხლად და არა მხოლოდ ვიდეო ჩანაწერებით ჰყავს შესწავლილი ყველა მეტოქე, დღეს „დილას" სწორი დაცვით დაუპირისპირდა და მაქსიმალურად გამოიყენა ის შანსები, რომლებიც მიეცა. ერთ-ერთ ასეთ მომენტში, მასპინძელთა დაცვა ჩავარდა. ამით კი, საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების წევრმა დიმა ღურწკაიამ ისარგებლა, მოახერხა ბურთს დაუფლებოდა და მონახა გამოცდილი ირაკლი სიხარულიძე, რომელმაც კარიერაში საქართველოს ჩემპიონატში 129-ე, დღევანდელ შეხვედრაში კი, გამარჯვების მომტანი გოლი გაიტანა. „მეშახტემ" ეროვნულ ლიგაში პირველი შეხვედრა მოიგო.
სატურნირო ცხრილი /
სფფ-ის ფოტო / გურამ გაბრიჭიძე





ჩვენ








