ეფექტური გოლი და დასანანი მარცხი
ეფექტური გოლი და დასანანი მარცხი
08.09.2017
ავტორი:

ყაზახეთში მიმდინარე "პრეზიდენტის თასის" ფინალში საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრები პენალტების სერიაში 5-4 (6-5) დამრაცხდა.  რუსეთის ნაკრებთან ფინალურ მატჩში, შეხვედრის დასაწყისშივე სწრაფი და ულამაზესი გოლი, მას შემდეგ რაც რამდენიმე რუსი მოატყუა, „დინამო თბილისის" აღსაზღდელმა ხვიჩა კვარაცხელიამ გაიტანა. რუსმა ფეხბურთელებმა, დაახლოებით 10 წუთში მოახერხეს წონასწორობის აღდგენა. 1-1, ასეთი იყო ანგარიში პირველი ტაიმის ბოლოს და მატჩის ძირითადი დროის დასრულების შემდეგაც. აღსანიშნავია, რომ მთელი თამაშის მანძილზე რუსეთის 17-წლამდელთა ნაკრები ბურთსაც უფრო დიდხანს ფლობდა და ფიზიკურადაც უფრო ძლიერად გამოიყურებოდა. ქართველების „გამონათებები", ძირითადად, ფეხბურთელების ინდივიდუალიზმზე იყო აგებული.

გიორგი ნემსაძის აღსაზრდებელბი, შევხედრის მეორე ნახევარში, ძირითადად ბურთის მოგერიებას და საკუთარი კარის დაცვას ცდილობდნენ. მხოლოდ ერთხელ, შეხვედრის მიწურულს ჩვენებს ჰქონდათ გამოკვეთილი საგოლე მომენტი. რამდენიმე სვლიანი კომბინაციის  ზუსტად დაგვირგვინება შეეძლო გიორგი გულიაშვილს. თუმცა, გულიაშვილის დარტმული რუსთა მეკარემ მოიგერია. აღსანიშნავია, ქართველ  17-წლამდელთა მეკარის ლუკა ხარშილაძის თამაში, რომლის ანგარიშზე 2 კარგი „სეივიც" ჩაიწერა.  

კარგად დაიწყეს პენალტების სერია ქართველმა ფეხბურთელებმა, თუმცა მესამე დარტყმა, რომელიც გულიაშვილმა შეასრულა ძელს მოხვდა. ეს იყო ერთად-ერთი გაფუჭებული თერთმეტმეტრიანი ამ სერიაში.

პენალტების სერიაში ანგარიში ნონიკაშვილმა გახსნა 1-0, 1-1 ბეკმუჰამედოვი, 2-1 შალიკაშვილი, 2-2 ნიკიტენკო. როგორც უკვე გითხრაით 2-2-ზე გულიაშვილის დარტმული ძელს ხვდება, 2-3 პროხინი. 3-3 დავითაშვილი, 3-4 მარკიტესოვი, 4-4 კვარაცხელია, 4-5 მელიკეცოვი. ფინალურ მატჩში გიორგი ნემსაძის გუნდმა შემდეგი შემადგენლობით ითამაშა -  ლუკა ხარშილაძე. ცოტნე კაპანაძე, გიორგი გულიაშვილი,  ანზორ მექვაბიშვილი, ზურაბ დავითაშვილი, ცოტნე ჩოთალიშვილი, ხვიჩა კვარაცხელია, გიორგი შალიკაშვილი, ირაკლი აზაროვი, შოთიკო ნონიკაშვილი,  გიორგი აბზიანიძე.

„კარგი ტურნირი იყო, ნორმალური გუნდებით დაკომპლექტებული. თუმცა უკრაინის ტურნირი, რომელზეც ცოტა ხნის წინ გავიმარჯვეთ, უფრო ძლიერი იყო შემადგენლობით. ყაზახეთში, თუ არ ჩავთვლით ბოლო თამაშს, , რომელიც 4-4 დასრულდა, ჯგუფი, ადვილად გავიარეთ. ბოლო შეხვედრაც მასპინძლებთან, ჩვენი შეცდომების ხარჯზე ვითამაშედ ფრედ.ა ამან, ძალიან დიდი ძალა წაგვართვა, ფინალის წინ. თუმცა, ფინალში, მაინც ვეცადეთ მაქსიმუმი გაგვეკეთებინა. უბრალოდ, პენლები ლატარეაა და არ გაგვიმართლა" - ამბობს ზუკა დავითაშვილი, საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრების კაპიტანი.

„კარგია, როცა ფინალში გოლი გაგაქვს, თან დებიუტშივე. ტურნიზე, საკუთარ თამაშს დადებითად შევაფასებდი, მაგრამ უნდა ვაღიარო, მეტი შემეძლო. მარტო გოლი არ მაკმაყოფილებს. ფინალისთვის ძალების აღდგენა გაგვიჭირდა. იყო შეცდომებიც, მაგრამ მარტო მცველებს ვერ დავაბრალებ. ეს იყო გუნდის შეცდომები და ევროპისთვის, აუცილებლად გამოვასწორებთ" - ამბობს ხვიჩა კვარაცხელია.

 

შეგახსენებთ, რომ ქათველმა 17 -წლამდელებმა,  ყაზახეთში მიმდინარე "პრეზიდენტის თასის" რიგით მე-10 გათამაშებაზე, პირველ ტურში ალბანეთი 5-0-ის  დაამრაცხა.  მეორე შეხვედრაში  ყირგიზეთს სძლია 7-1. ჯგუფის ბოლო შეხვდრაში კი მასპინლებთან, ყაზახეთის გუნდთან ფრედ 4-4 ითამაშეს და  უკეთესი მაჩვენებლით და ჯგუფში პირველი ადგილით, ფინალში თამაშის უფლება მოიპოვეს.

„პრეზიდენტის თასის" გათამაშებამდე ნემსაძის გუნდმა, არანაკლებ პრესტიჟული „ბანნიკოვის თასი" მოიგო, კიევში.

იხილეთ ვიდეო