
ქვეყნის საფეხბურთო ჩემპიონატის ბოლო სამ ტურში, საფეხბურთო კლუბის „დინამო თბილისის" მარცხის შემდეგ, კულუარებში ყველაზე ტიტულოვან ქართულ კლუბში არსებულ კრიზისზე და მოსალოდნენ საკადრო ცვლილებებზე აქტიურად დაიწყეს ლაპარაკი.
„დინამო თბილისმა" 20 მაისს, სტუმრად, თბილისში. „საბურთალოსთან" 2-0 დასთმო შეხვდრა. მატჩში, დინამოელები საკმაოდ უსუსურად და უმოტივაციოდ გამოიყურებოდნენ და თუ არ ჩავთვლით შეხვედრის დასაწყიში, აკაკი შულაიას, ლევან შენგელიას და ლევან კუტალაის მიერ შექმნილ მომენტებს, „დინამო თბილისს" ამ შეხვედრაში ხეირიანი არც არაფერი გაუკეთებია. ამის საპირისპიროდ, შეხვედრის მეორე ნახევარში, დინამოელები ორჯერ ხარიხამ იხსნა აშკარა გოლისგან. თუმცა, 2 გოლი მათ კარში მაინც გავიდა. 67-ე და 75- ე წუთებზე ლაშა შინდაგორიძემ დუბლი შეასრულა და საკუთარ გუნდს 3 ქულა და მინიმუმ მომდევნო ტურამდე სატურნირო ცხრილში პირველი ადგილი მოუტანა.

მე-14 ტურში კი, დინამოელებმა ზედიზედ მესამე შეხვერდა წააგეს და სატურნირო ცხრილში მე-5 ადგილზე ჩაინაცვლეს.
ფაქტია, რომ „დინამო თბილისში" კრიზისული სიტუაციაა, რომელსაც პერმანენტულად ყველა გუნდი განიცდის. საკუთარი კლუბისგან, გულშემატკივარი მეტ მობილიზებას და თავდადებას ითხოვს. კულუარებში კი, როგორც უკვე აღვნიშნეთ, კლუბში მიმდინარე ცვლილებებზე საუბრობენ. ამ მომენტისთვის „დინამო თბილისის" ოფიციალურმა ვებ-გვერდმა კლუბში მომხდარი ორი ცვლილების შესახებ გააკეთა განცხადება.
„ესპანელებმა - 27 წლის შემტევმა ფრან კარბიამ და 26 წლის მცველმა სერხიო ნოჩემ დინამო თბილისთან არსებული ხელშეკრულება ურთიერთშეთანხმების საფუძველზე შეწყვიტეს და ჩვენს გუნდს დაემშვიდობნენ. დინამო თბილისი მადლობას უხდის მათ გაწეული სამსახურისთვის და წარმატებას უსურვებს მომავალში", - ნათქვამია კლუბის მიერ გაკეთებულ განცხაებაში.
ასევე ამ მომენტისთვის, კლუბში უარყოფენ საფეხბურთო კულუარებში გავრცელებულ ინფორმაციას „დინამო თბილისიდან" კლუბის მმართველი დირექტორის ზურაბ ცინცაძის თანამდებობიდან გადაყენების შესახებ. ცინცაძე, კლუბთან ერთად არის, ისევე როგორც სამწვრთნელო შტაბში აგრძელებს მუშაობას ჩისკო მუნიოსიც. ამავე კულუარული ინფორმაციით, გუნდი ჩისკომაც დატოვა. თუმცა, ერთი და მეორე ინფორმაციაც კლუბში არ დასტურდება. „დინამო თბილისი" 24 მაისის მატჩისთვის ემზადება. მე-15 ტურში თბილისელები, „დინამო არენაზე", კლუბის ყველაზე პრინციპულ მეტოქეს ქუთაისის „ტორპედოს" მიიღებენ. შეხვედრა 19:00 დაიწყება.

კიდევ ერთი განცხადება, რომელიც „დინამო თბილისის" ოფიციალურმა ვებ-გვერდმა დღეს გაავრცელა, 13-ე ტურში, თბილისის „ლოკომოტივთან" მატჩის დროს დაშავებული მეკარის სტეფან სიკაჩის ჯანმრთელობას ეხებოდა. ვებ-გვერდის ცნობით, სიკაჩს, რომელმაც ჯვარედინი იოგი დაიზიანა, დღეს, ანკარაში ოპერაცია წარმატებით ჩაუტარდა. დინამოელთა მეკარე თავს კარგად გრძნობს, რამდენიმე დღეში თბილისში დაბრუნდება და რეაბილიტაციას დაიწყებს. წინასწარი ინფორმაციით, სიკაჩის საბოლოო გამონაჯმრთელებას 6 თვემდე დასჭირდება.

ტურის სხვა შეხვედრების შედეგები
სატურნირო ცხრილი
მომავალი ტურის კალენდარი
ფოტო: თარამრ ჯიშკარიანი





ჩვენ








