კოლერის „ერა“ სრულდება და ვაისის გრძელდება?
კოლერის „ერა“ სრულდება და ვაისის გრძელდება?
06.09.2017
ავტორი:

5 სექტემბერს, ვენის ერნსტ ჰაპელის სტადიონზე,  მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მერვე შეხვედრა საქართველოსა და ასვტრიის ეროვნული ნაკრებებს შორის, შესაძლოა მარსელ კოლერისთვის, მართლაც ბოლო მატჩი იყო, რომელშიც ის ავსრტიის ეროვნულ ნაკრებს გამოუძღვა.  შეხვედრა, ფრედ 1:1 დასრულდა. საქართველოს ნაკრებმა, რომელსაც დიდი ხანია მსოფლიო ჩემპიონატის მომდევნო ეტაპზე გასვლის შანსები დაკარგული აქვს, აქტივში მორიგი ქულა ჩაიწერა. აი, ავსტრიელებმა კი ქართველებთან დაკარგული 3 ქულის გამო, მუნდიალზე მოხვედრის შანსი, საბოლოოდ დაკარგეს.

ამ დღეს, ანგარიში ქართველმა ფეხბურთელებმა გახსნეს. მე-8 წუთზე ვაკო გვილიამ მეტოქის საჯარიმოში ტექნიკურად ითამაშა. ადვილად მოახერხა მცველების ჩამოშორება და შეხვედრის დასაწყისშივე დააწინაურა საკუთარი გუნდი. ეს, გვილიასთვის, ეროვნულ ნაკრებში სადებიუტო გოლი იყო. „ბედნიერი ადამიანი ვარ. ეროვნულ ნაკრებში თამაშზე და გოლის გატანაზე ყოველთვის ვოცნებოდი და ახლა ეს ოცნება ავისრულე. რა თქმა უნდა, ეს ძალიან სასიხარულოა, მაგრამ რომ მოგვეგო ეს უკეთესი იქნებოდა. ავსტრიას ძალიან ძლიერი ნაკრები ჰყავს. იქ თამაშობენ ისეთი ფეხბურთელები როგორიც ალაბა, არნაუტოვიჩი და დრაგოვიჩი არიან. ამის მიუხედავად ჩვენ ვაჩვენეთ, რომ არავისზე ნაკლები არ ვართ და კარგად თამაში შეგვიძლია. ესე თუ გავაგრძელებთ, შეგვიძლია დიდ წარმატებას მივაღწიოთ", - ამბობს ვაკო გვილია.

თუმცა, მასპინძლებმა წონასწორობის პირველივე ტაიმში აღადგინეს.  43-ე წუთზე გიორგი მაკარიძემ რთული ბურთ მოიგერია, მაგრამ დასწრებაზე კარგად შაუბმა ითამაშა და პრაქტიკულად ცარიელ კარში გაიტანა. ამ მომენტამე 2 წუთით არდე, ქართველთა კარის აღება შეეძლო კაინცსაც. კიდევ უფრო ადრე არნაუტოვიჩსაც. ქართველთა კართან გოლი მწიფდებოდა. 1-1, ასეთი ანგარიშით გავიდნენ გუნდები გასახდელებში. მეორე ტაიმში, მიუხედავად იმისა, რომ ავსტრიელებმა აშკარად გვაჯობეს, ანგარიში არ შეცვლილა.

„ზოგადად ეს კვირა დადებითად უნდა შევაფასოთ. ორ თამაშში ორი ქულა ავიღეთ. შეგვეძლო მინიმუმ ოთხი აგვეღო, მაგრამ საბოლოოდ ასე მოხდა. საერთო ჯამში, კმაყოფილები უნდა ვიყოთ. პროგრესი განვიცადეთ, უკეთესად ვითამაშეთ ვიდრე აქამდე. უთამაშებელმა ფეხბურთელებმაც გამოიჩინეს თავი, ჯაბას დაბრუნება დაეტყო გუნდს. პირველი ტაიმის ბოლოს ცოტა დავიღალეთ, მოვეშვით და გოლი მივიღეთ საკუთარ კარში. ეს რა თქმა უნდა დასანანია, სერბეთთანაც პირველ ტაიმის ბოლო წუთზე გავუშვით. ესეთი გოლების გაშვება ყოველთვის რთული და რა თქმა უნდა, მიუღებელია. აუცილებელია, რომ ესეთ მომენტებს თავი ავარიდოთ და მეტი აღარ გავუშვათ", - ამბობს გურამ კაშია.

მატჩის შემდეგ გაკეთებული კომენტარები:

„რეზულტატი ჩვენთვის მისაღებია. პირველი ტაიმი კარგად დავიწყეთ, გოლი გავიტანეთ და ვლიდერობდით. ამასთან ერთად კარგად ვკომბინირებდით და ზონებს ვკეტავდით. არნაუტოვიჩი შევაჩერეთ, რომლის წინააღმდეგ თამაშიც პრაქტიკულად შეუძლებელია. შეიძლება ითქვას, რომ ის მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელია. ის ტალანტია, რომელზეც ავსტრიის ნაკრების თამაშია აგებული. ჩვენ ამ ყველაფერთან გამკლავება პრაქტიკულად შევძელით, მაგრამ შემდეგ მოთამაშეებს ძალა არ ეყოთ. მეორე ტაიმში ნახევადაცვის ცენტრი შევცვალეთ და თამაში უფრო გაგვიმარტივდა. რა თქმა უნდა, ავსტრიას ბევრი საგოლე მომენტი ჰქონდა. ჩვენ 2-3 კარგი მომენტი შევქმენით, აქედან გამომდინარე მოპოვებული ქულით და ფეხბურთელების ტაქტიკურად სწორი თამაშით კმაყოფილი ვარ. ავსტრიასთან თამაში მარტივი არაა, ის კარგი გუნდია ჭკვიანი მწვრთნელით, რომელსაც მე ვაფასებ და შესაბამისად ვაფასებ მოპოვებულ ქულასაც", - ამბობს ვლადიმირ ვაისი.

„ჩვენ, ყველანი იმედგაცრუებულნი ვართ. ალბათ, ზედმეტი ზეწოლის ბრალიც იყო, რომ არაფერი გამიგვივიდა და საბოლოოდ, შედეგს ვერ მივაღწიეთ. მსოფლიო ჩემპიონატის ოცნება გაქრა, მაგრამ მე არ ვფიქრობ, რომ ეს ჩვენი მწვრთნელის ბრალია მხოლოდ.  ფეხბთელებიც, დამნაშავენი ვართ. გუნდში, რაღაც უნდა შევცვალოთ. საქართველოს ნაკრები კი ჯგუფში ყველაზე ძლიერი მეტოქე იყო. მათ უნდა მოეგოთ ირლანდიელებთან, უნდა მოეგოთ უელსისთვისაც. არ შეიძლება ამ გუნდის დაუფასებლობა და თქმა, რომ საქართველო სუსტი მეტოქეა. ვენაში დასაკარგავი არაფერი ჰქონდათ, ჩამოვიდნენ აქ ქულებისთვის. თამაშის დასაწყისშივე დაგვიჭირეს კონტრშეტევაზე", - ამბობს მარკო არნაუტოვიჩმა.

„ჩვენ დავუშვით ერთად-ერთი შეცდომა და მივიღეთ გოლი. ეს მომენტი, საბოლოოდ, შეიძლება, ჩვენი კვალიფიკაციის მიღმა დარჩენის მიზეზი გახდეს. მე არ ვიცი, რას გეგმავას ასოციაცია", - ამბობს მარსელ კოლერი, ავსტრიელთა მთავარი მწვრთნელი.

5 სექტემბერს, ქართველებმა შემდეგი შემადგენლობით ჩაატარეს თამაში: მაკარიძე, კაშია, კვერკველია, კანკავა, ყაზაიშვილი (90+2' ხოჭოლავა), ანანიძე, ქვილითაია (88' დვალიშვილი), გვილია (69' მერებაშვილი) , კვეკვესკირი, კაკაბაძე, ნავალოვსკი.

საქართველოს ეროვნული ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მეცხრე შეხვედრას 6 ოქტომბერს, უელსის წინააღმდეგ გამართავს. თბილისში, მატჩი  20:00 საათზე დაიწყება.