ნიკოლოზ ბასილაშვილის მორიგი ტურნირი
ნიკოლოზ ბასილაშვილის მორიგი ტურნირი
23.05.2019
ავტორი:

დღეს, ლიონის ღია პირველობის 1/4 ფინალურ ეტაპზე საქართველოს პირველმა ჩოგანმა ნიკოლოზ ბასილაშვილმა ფრანგი ჟო-ვილფრიდ ცონგა ორ სეტში 6-4, 6-4 დაამარცხა და 1/2 ფინალში ასპარეზობის უფლება მოიპოვა, სადაც მისი მეტოქე კანადელ ფელიქს აჟერ-ალიასიმი იქნება. ბასილაშვილი - აჟერ-ალიასიმის მატჩი ხვალ, 24 მაისს, 18:00 საათისთვისაა დანიშნული.

რაც შეეხევა ბასილაშვილისა და ცონგას ურთიერთშეხვედრებს, დღევანდელი მატჩის შემდეგ, ანგარიში თანაბარი, 1-1 გახდა. პირველად, ჩოგბურთელები ერთმანეთს ლიონის ტურნირის ნახევარფინალურ ეტაპზე 2017 წელს შეხვდნენ და მაშინ  ფრანგმა გამარჯვება სამ სეტში მოიპოვა.

მოგეხსენებათ, ბასილაშვილი ტურნირზე პირველ ნომრად არის განთესილი და შესაბამისად პირველი წრეში ისვენებდა. მეორე წრეში მისი მეტოქე ფრანგ ჩოგბურთელი, ტრისტან ლამასინე იყო. ქართველმა, მოსფლიოს 270 ჩოგანი 7-5, 7-5  დაამარცხა და გათამაშების მომდევნო ეტაპზე გავიდა. აღსანიშნავია, რომ  ბასილაშვილი და ლამასინემ ერთმანეთის წინააღმდეგ მეორედ დაუპირისპირდნენ. პირველ შეხვედრაში ქართველს ლანასინეს დასამარცხებლად 3 სეტი დასჭირდა. ნიკოლოზმა როლან გაროსზე 2-1 დაამარცხა.

ტურნირი ATP-ს 250-იანი სერიის ტურინერბს განეკუთვნება და გამარჯვებული 250 სარეიტინგო ქულას და 90,390 ევროს მიიღებს.