მჭედლიძე დაბრუნდა, კვარაცხელია კი, ვაისის 27-კაციან შემადგენლობაში მოხვდა
მჭედლიძე დაბრუნდა, კვარაცხელია კი, ვაისის 27-კაციან შემადგენლობაში მოხვდა
28.05.2019
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

სფფ-ს ვებ-გვერდმა დღეს, გიბრალტარისა და დანიის ეროვნული ნაკრებების წინააღმდეგ მატჩებისთვის საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების შემადგენლობა გამოაქვეყნა. ვაისის ნაკრებში ახალწვეულია - მოსკოვის „ლოკომოტივის" 18 წლის ქართველი ლეგიონერი ხვიჩა კვარაცხელია.

„ევრო 2020"-ის საკვალიფიკაციო ეტაპის მესამე და მეოთხე ტურის მატჩებისთვის მზადებას 1 ივნისიდან იწყებს. ვლადიმირ ვაისის გუნდი სასტუმრო "ჰუალინგში" სწორედ ამ დღეს შეიკრიბება. საწვრთნელი პროცესის ძირითადი ეტაპი ტრადიციულად ზესტაფონის თბილისის ზღვის ბაზაზე წარიმართება.

უახლოესი ორი შეხვედრისთვის საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვლადიმირ ვაისმა 27 ფეხბურთელი გამოიძახა, რომელთა შორისაც ამ ეტაპზე არიან:

მეკარეები: გიორგი ლორია (მაგდებურგი) , გიორგი მაკარიძე (ვიტორია, სეტუბალი, პორტუგალია), როინ კვასხვაძე (ტორპედო, ქუთაისი), მცველები: ოთარ კაკაბაძე (ლუცერნი, შვეიცარია), გურამ კაშია (სან ხოსე ერთკვეიკსი, აშშ), სოლომონ კვერკველია (ლოკომოტივი, მოსკოვი, რუსეთი), დავით ხოჭოლავა (შახტარი, დონეცკი, უკრაინა), გია გრიგალავა (არსენალი, ტულა, რუსეთი) ლაშა დვალი(ფერენცვაროში, უნგრეთი), ლევან ხარაბაძე (ციურიხი, შვეიცარია), გიორგი ნავალოვსკი (დინამო, ბათუმი); ნახევარმცველები: ჯაბა კანკავა (ტობოლი, ყაზახეთი), ოთარ კიტეიშვილი (შტურმი, ავსტრია), ლაშა პარუნაშვილი (ესბიერგი, დანია), ვაკო გვილია (გურნიკი, პოლონეთი), გიორგი მერებაშვილი (ვისლა, პლოცკი, პოლონეთი), საბა ლობჟანიძე (რანდერსი, დანია), ვახტანგ ჭანტურიშვილი (ზლინი, ჩეხეთი), ნიკა კვეკვესკირი (ტობოლი, ყაზახეთი), გიორგი ხარაიშვილი (გეტებორგი, შვედეთი), გიორგი პაპუნაშვილი ( სარაგოსა, ესპანეთი), ხვიჩა კვარაცხელია (ლოკომოტივი, მოსკოვი, რუსეთი), ჯაბა ჯიღაური (გრენობლი, საფრანგეთი), გიორგი აბურჯანია (ლუგო, ესპანეთი); თავდამსხმელები: გიორგი ქვილითაია (გენტი, ბელგია), ვატო არველაძე (კორონა, პოლონეთი), ლევან მჭედლიძე (ემპოლი, იტალია)

ამ დროისთვის, ცნობილია კიდევ ცხრა ფეხბურთელის ვინაობა,რომლებსაც ვლადიმირ ვაისი ეროვნული ნაკრების გაფართოებულ შემადგენლობაში განიხილავს: ლაზარე კუპატაძე (ჟენესი, ლუქსემბურგი),  ვაკო ყაზაიშვილი (სან ხოსე ერთკვეიკსი, აშშ), ლევან გეგეჭკორი (ტორპედო, ქუთაისი), ლუკა ზარანდია (არკა, პოლონეთი ), ბექა მიქელთაძე (ანორთოსისი, კვიპროსი), გიორგი მჭედლიშვილი (გორიცა, ხორვატია), ლაშა შერგელაშვილი (იანინა, საბერძნეთი), ბუდუ ზივზივაძე (ტორპედო, ქუთაისი), ელგუჯა ლობჯანიძე (თარაზი, ყაზახეთი)

ევროპის 2020 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩი საქართველოსა და გიბრალტარს შორის, ბორის პაიჭაძის სახელობის დინამო არენაზე 7 ივნისს, 20:00 საათზე დაიწყება.

მეოთხე ტურის შეხვედრა, დანია-საქართველო 10 ივნისს, კოპენჰაგენში, თბილისის დროით 22:45 საათზე შედგება. მატჩების პირდაპირ რეპორტაჟს საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი შემოგთავაზებთ