სანაკრებო შესვენების შემდეგ, ეროვნული ლიგა განახლდა
სანაკრებო შესვენების შემდეგ, ეროვნული ლიგა განახლდა
09.09.2017
ავტორი:

ეროვნული ლიგა 8 სექტემბერს განახლდა. 25-ე ტურში, სატურნირო ცხრილის ზედა საფეხურებზე მყოფმა ორმა იმერულმა კლუბმა ითამაშა. ბათუმში, ქვეყნი ჩემპიონი „სამტრედია" გასვლით შეხვედრაში, ფოთის „კოლხეთი 1913" ანგარიშით 3-1 დაამარცხა. როგორც მოსალოდნელი იყო, ანაგრიში სამტრედიელებმა გახსნეს 12 წუთზე გურამ სამუშიას დარტმის შემდეგ.  გიორგი მჭედლიშვილმა, მხოლოდ მეორე ტაიმში მოახერხა სხვაობის 2-მდე გაზრდა. 67-ე წუთზე სამტრედიელებმა მესამეჯერ აიღეს ფოთელთა კარი. გოლი, კლუბის ლეგიონერმა გიიმ გაიტანა. კიდევ 3 წუთში,  ფოთელებმა ერთი ბურთის გაქვითვა მოახერხეს. გატანილი გოლოს ავტორი გიორგი ბუხაიძეა.  ახლა, „სამტრედიას" 48 ქულა დაუგროვდა და სატურნირო ცხრილში ქუთაისის „ტორპედოსთან" 2-3 ადგილებს ინაწილებს, რომელსაც ასევე 48 ქულა აქვს.

„ტორპედომ" ამ ტურში ვერ მოახერხა ქულების აღება. ქუთაისელები, სახლში, „ჩიხურასთან" მშრალი ანგარიშით 0-2 დამარცხდნენ. მიმდინარე გათამაშებაში ეს, ამ გუნდების მესამე შეხვედრა იყო. პირველი ორი „ტორპედოს" ჰქონდა მოგებული. ამდენად, დღევანდელ მატჩშიც, ფავორიტებად სწორედ, ისინი მიიჩნეოდნენ. თუმცა, მეორე ტაიმის დასაწყისშივე, ჯერ ზაზა ჭელიძემ, 55-ე წუთზე, შემდეგ, კი დიმიტრი ტატანაშვილმა 75-ე წუთზე ტორპედოელებს ყველა იმედი დაუკარგეს.

იმერული  კლუბებისგან განსხვავებით, თბილისურ კლუბებს „დინამოსა"და „ლოკომოტივს" 9 სექტემბერს, 25-ე ტურში შანსი ეძლევათ სატურნირო მდგომარეობა გაიუმჯობესონ. „ლოკომოტივს", რომელიც მესხი 2-ზე გორის „დილას" ხვდება, მოგების შემთხვევაში შანსი აქვს 4 ქულით უკან ჩამოიტოვოს „ჩიხურა". სხვათა შორის, „ლოკომოტივი", „ტორპედოსთან" ინციდენტის შემდეგ, პირველ შეხვედრას ატარებს სახლში, ამიტომ, სტადიონზე გულშემატკივარს არ დაუშვებენ.

ამრიგად, ეროვნული ლიგის 25-ე  ტურში, „დინამო თბილისს" შანსი აქვს, ლიდერობა კიდევ უფრო გაიმყაროს და უშუალო მდევრებს, „ტორპედოსა" და „სამტერდიას" სოლიდურად გადაუსწროს. დინამო არენაზე, მიმდინარე გათამაშების ლიდერი 9 სექტემბერს, ქობულეთის „შუქურას" მასპინძლობს. ყველა გათვლით, „დინამომ", ამ ტურში, მორიგი 3 ქულა უნდა აიღოს. თუმცა, თუ გავითვალისწინებთ, რომ ზაფხულის მანძილზე და ბოლო სანაკრებო შესვენების დროსაც გუნდი 7-მა ფეხბურთელმა დატოვა, კიდევ რამდენიმე ფეხბურთელი კი ტრავმირებულია, ლიდერობის გასაუმჯობესებლად, კაჭარავს გუნდს, სერიოზული ბრძოლა ელის.  

შეგახსენებთ, რომ სატრანსფერო ფანრჯრის დროს „დინამო" საბა ლობჟანიძემ (რანდერსი, დანია), გიორგი პაპუნაშვილმა (სარაგოსა, ესპანეთი), ბაჩანა არაბულმა (ბალმაზივაროში, უნგრეთი), გიორგი გველესიანმა (ზობ აჰანი, ირანი), საბა თავაძემ (ნაფტი, ირანი), ლუკა ლოჩოშვილმა (კიევის "დინამო") და  გიორგი ჩაკვეტაძე (ბელგია,  "გენტში") დატოვეს. ამ ტრანსფერებიდან კლუბი 2,6 მლნ ევროს მიიღებს. ტრავმირებულები არიან ოთარ კიტეიშვილი, გიორგი თევზაძე, სერგეი ლიტოვჩენკო და გიორგი ზარია, რომელიც ბოლო დღეებია სრული დატვირთვით ვარჯიშობს და არაა გამორიცხული, ხვალინდელ მატჩშიც ვიხილოთ.  

„დინამოსა" და „შუქურას" დაპირისპირება 9 სექტემბერს, 20:00 დაიწყება. ტურის ბოლო შეხვედრა კი კვირას, 10 სექტემბეტრს, დავით პეტრიაშვილზე გაიმართება, სადაც 20:30 „საბურთალო" - ბათუმის დინამოს უმასპინძლებს.