ევროტურნირების ფინალების დროს სხვა მნიშვნელოვანი საკითხებიც წყდება
ევროტურნირების ფინალების დროს სხვა მნიშვნელოვანი საკითხებიც წყდება
31.05.2019
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

ვიდრე აზერბაიჯანის დედაქალაქში ფეხბურთის გულშემატკივარი, სხვადასხვა ქვეყნებიდან ევროპა ლიგის ფინალური მატჩის საყურებლად იყრიდა თავს, 29 მაისს, ბაქოში უეფა-ს აღმასრულებელი საბჭოს სხდომა გაიმართა. სხდომაზე, ევროპული ფეხბურთის მმართველ ორგანოში, უეფა-ს ეგიდით გასამართი რამდენიმე ტურნირს შესახებ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები მიიღეს. ბუნებრივია, ერთ სტატიაში ყველას შესახებ დეტალურად ვერ ვისაუბრებთ, თუმცა, შევეცდებით, რამდენიმე ძირეულ თემას შევეხოთ, რომლებიც ქართული რეალობისთვისაც აქტუალურია.

კონტროლი

მაგალითად, ბევრ საკითხთა შორის აღმასკომმა, უეფა-ს მხრიდან კლუბების ფინანსური კონტროლის პროცესუალურ ნორმებზე იმსჯელა.  განსახილველ საკითხთა შორის იყო ასევე, უეფა-ს უსაფრთხოების რეგლამენტიც.

ჯანმრთელობა

კიდევ ერთი მნიშვნელოვანი თემა, რომელიც ისევე, როგორც მსოფლიო ფეხბურთს, ჩვენც, საქართველოშიც არანაკლებ გვაინტერესებს - უნდა გააგრძელოს თუ არა მატჩი ტრამვირებულმა, კონკრეტულად კი, ფეხბურთელმა, რომელსაც ტვინის შერყევის არც თუ გამოკვეთილი სიმპტომები აქვს, თუმცა, მოგვიანებით, მას სწორედ ეს დიაგნოზი უდგინდება.



„მოთამაშეთა ჯანმრთელობა არის უპირველესი. მჯერა, რომ არსებული რეგლამენტი, ტვინის შერყევის თემასთან მიმართებაში, კიდევ საჭიროებს დამუშავებას, რათა მოხერხდეს მოთამაშეთა და ექიმთა დაცვა. მათ, უნდა მიეცეთ შესაძლებლობა დასვან ზუსტი დიაგნოზი, ისე, რომ არ იზარალოს რომელიმე გუნდმა", - ამბობს უეფას პრეზიდენტი, ალექსანდრ ჩეფერინი.

შესაბამისად, ბაქოში, უეფა-ს აღმასრულებელმა კომიტეტმა გადაწყვიტა, სთხოვოს ფიფა-სა და IFAB-ს, რათა მათ თავისმხრივ გადახედონ უკვე არსებულ ნორმებს, ფეხბურთელთა ტვინის შერყევის შემთხვევაში და ამ კუთხით, გადასინჯონ „შევცლებთან" დაავშირებული წესები. უეფა-ს სურს შეამციროს ექიმებზე ზეწოლაც და ამით, მათ მისცეს შანსი, სწორად შეფასონ ფეხბურთელის მგომარეობა (ტვინის შერყევის ალბათობა), სათამაშო მოედანს მიღმა. ხოლო,  ფეხბურთელი, რომელიც თამაშის დროს მიიღებს ტვინის შერყევას, მოედანზე აღარ დაბრუნდება.




საპილოტე

უეფა-ს „ერთა ლიგის" შემდეგ, რომელიც საქართველოს „ოცნებასთან ორი ნაბიჯით" აშორებს, ევროპული ფეხბურთის მთავარ სახლში კიდევ ერთ იდეაზე მუშაობენ. ბაქოში, უეფა-მ მოიწონა 19-წლამდე „ევრო 2020-2022" საპილოტე პროგრამა. „ერთა ლიგის" მსგავსად, ამ ასაკობრივ ტურნირში იქნება ლიგები, კერძოდ 3 ლიგა. ეს მისცემს გუნდებს საშუალებას ბევრ მინი-ტურნირში  მიიღონ მონაწილეობა და ძალები, მათთვის თანაფარდ გუნდებთან სცადონ. ფინალურ სტადიას კი, 8 გუნდი გაითამაშებს.

თუკი, 19-წლამდეთა საპილოტე პროგრამა გაამართლებს, ანალოგიური გათამაშება 2023 წლიდან 17-წლამდე კატეგორიაშიც დაიწყება.  

საკლუბო

ბაქოში, დაამტკიცეს 2020-21 წლების ევროთასების სქემა, რომლის მიხედვითაც იმ ქვეყნების ასოციაციები, რომლებიც რეიტინგში, 50-ე ადგილს ქვევით (51-55) არიან, უეფა-ს ევროპა ლიგის 2-2 საგზურით იქნებიან გარანტირებულები.

აღმასრულებელმა კომიტეტმა ასევე დაამტკიცა მატჩების გამართვის პოლიტიკა იმ ქვეყნებისთვის, რომლებიც არ სცნობენ კოსოვოს. გამონაკლისი, უსაფრთხოების ნორმებიდან გამომდინარე, მხოლოდ სერბეთი და ბოსნია და ჰერცოგოვინაა. დანარჩენ შემთხვევაში, გუნდები, რომლებიც ვერ მიიღებენ კოსოვოს წარმომადგენელ კლუბებს, ან ნაკრებებს თავისი ქვეყნის ტერიტორიაზე, შეუძლიათ  უეფა-ს მატჩების ნეიტრალურ ტერიტორიაზე გამართვის წინადადებით მიმართონ. ამასთან, საპასუხო თამაშები, მათ აუცილებლად კოსოვოში უნდა ჩაატარონ.  


უეფა-ს აღმასკომის მორიგი სხდომა 2019 წლის 24 სექტემბერს ლიუბლიანაში გაიმართება.


მასალაში გამოყენებულია uefa.com-ის ფოტოები