40 დღეში 17 ურთულესი მატჩი, რომელმაც გუნდის ნახევარზე გადაიარა
40 დღეში 17 ურთულესი მატჩი, რომელმაც გუნდის ნახევარზე გადაიარა
31.05.2019
ავტორი:

საქართველოს საკალათბურთო ჩემპიონატის დასრულების შემდეგ, საკალათბურთო კლუბის „ქუთაისი2010"-ის მოთამაშემ აკაკი დვალიშვილმა სოციალური ქსელით შემდეგი შინაარსის სტატუსი გამოაქვეყნა:

„მადლობა ყველას ამ სეზონისთვის! გუნდის ყველა იმ წევრს ვინც სეზონის დასაწყისიდან ბოლომდე იბრძოდა, ყველაფერი გააკეთა გამარჯვებისთვის და წარმატებისთვის... ბევრი სირთულე გადავიარეთ ერთად, ბევრი სიხარული თუ იმედგაცრუება, მაგრამ სეზონი შედგა! ქუთაისს ყავდა მებრძოლი გუნდი, რომელიც მეამაყება და ვფიქრობ იმსახურებდა ქვეყნის ჩემპიონობას! მაგრამ სამწუხაროდ, ჩემთვის გასაოცარი უიღბლობით, (ვგულისხმობ ტრამვირებულ ლიდერ მოთამაშეებს) დავთმეთ სეზონის ფინალური სერია, დაძაბულ მეხუთე ბრძოლაში. უკანასკნელ 40 დღეში 17 ურთულესი მატჩი! რომელმაც გუნდის ნახევარზე გადაიარა, ზემოთ ნახსენები უიღბლობის გამო. სწორედ ამიტომ მეამაყება ამ გუნდის და თუნდაც ამ შედეგის! უდიდესი თავდადების მეშვეობით ისევ გავავსეთ დარბაზი ეს უკვე წარმატებაა! გუნდს ყავს უნიჭიერესი ახალგაზრდა მოთამაშეები რომლებმაც ამ სეზონში ბევრი ისწავლეს! ესეც წარმატებაა! უდიდესი მადლობა კოტე ტუღუშს და სრულ სტაფს! განსაკუთრებული მადლობა გვერდში დგომისთვის Green Boys-ს და თითოეულ ადამიანს გულშემატკივრობისთვის! მინდაა აქვე "დელტა"-საც მივულოცო დამსახურებული ჩემპიონობა!" - წერს აკაკი დვალიშვილი.

შეგახენებთ, რომ სუპრფინალები ქუთაისელებმა, სასტარტო ხუთეულის სამი მოთამაშის, ლევან ფაცაციას, დეჟან რაიტისა და ტერენს ტომპსონის გარეშე ჩაატარებს. ქუთაისური კლუბის საკმაოდ გამოცდილი კალათბურთელები, გუნდს, პლეი-ოფის ვერც ერთ მატჩში დაეხმარნენ. ქუთაისელებმა მათ გარეშე ფინალური სერიის 5 მატჩიდან 2 შეხვედრა მოიგეს და გადამწყვეტი მატჩი საკუთარ კედლებში გადამწყვეტი, მე-5 მატჩი წააგეს.