
დღეს, საქართველოს ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრები ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მორიგი მატჩებისთვის, საფეხბურთო კლუბის „ზესტაფონის" საწვრთნელ ბაზაზე შეიკრიბა. ვაისის გუნდმა გბრალტარისა და დანიის ნაკრებების წინააღმდეგ გასამართი მატჩებისთვის მზადება არასრული შემადგენლობით დაიწყო. ვაისის განკარგულებაში დღეს, 15 ფეხბურთელმა ივარჯიშა გამოძახებული 27-დან: მეკარეები: გიორგი ლორია (მაგდებურგი) , გიორგი მაკარიძე (ვიტორია, სეტუბალი, პორტუგალია); მცველები: ოთარ კაკაბაძე (ლუცერნი, შვეიცარია), დავით ხოჭოლავა (შახტარი, დონეცკი, უკრაინა), გია გრიგალავა (არსენალი, ტულა, რუსეთი) ლაშა დვალი (ფერენცვაროში, უნგრეთი), ლევან ხარაბაძე (ციურიხი, შვეიცარია); ნახევარმცველები: ჯაბა კანკავა (ტობოლი, ყაზახეთი), ლაშა პარუნაშვილი (ესბიერგი, დანია), ვაკო გვილია (გურნიკი, პოლონეთი), ხვიჩა კვარაცხელია (ლოკომოტივი, მოსკოვი, რუსეთი), ჯაბა ჯიღაური (გრენობლი, საფრანგეთი); თავდამსხმელები: ვატო არველაძე (კორონა, პოლონეთი), ლევან მჭედლიძე (ემპოლი, იტალია), ელგუჯა ლობჯანიძე (თარაზი, ყაზახეთი)
დიდი ხნის იძულებითი შესვენების შემდეგ ეროვნულთან ერთად ივარჯიშა დღეს ლევან მჭედლიძემ. თუმცა, ზესტაფონის საწვრთნელი ბაზა კვლავ უიღბლო გამოდგა გიორგი ქვილითაისათვის, რომელმაც ამჯერადაც ვარჯიშის დროს მიიღო ტრავმა. ფეხბურთელმა მხარი დაიზიანა და სავარაუდოდ, არა მხოლოდ ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის უახლოესი თამაშებისთსვი, არამედ საერთო ჯამში 3 კვირამდე, იძულებით დასვენება მოუწევს.
მთავარი მწვრთნელის გადაწყვეტილებით, შემადგენლობაში „თარაზის" ქართველი ლეგიონერი, ელგუჯა ლობჯანიძე იქნება.
სფფ-ს ვებ-გვერდზე გავრცელებული ინფორმაციით, სავარაუდოდ, ნაკრებს ვერ დაეხმარება ვახტანგ ჭანტურიშვილიც. ჩეხური „ზლინის" ქართველი ლეგიონერი ჩეხეთში, სამუშაო ვიზის მოლოდინშია.
ამ მომენტისთვის, ინდივიდუალურად ვარჯიშობს სოლომონ კვერკველია. ეროვნულთან ერთად ოფიციალურად ვარჯიშობს ნაკრების ახალწვეული ხვიჩა კვარაცხელია.

ვლადიმირ ვაისის გუნდი ტრადიციულად სასტუმრო „ჰუალინგში" შეიკრიბა, სადაც სრული შემადგენლობით გუნდი რამდენიმე დღეში იქნება. ორი უახლოესი მატჩისთვის საქრთველოს ეროვნილი ნაკრებში გამოძახებულები არიან:
მეკარეები: გიორგი ლორია (მაგდებურგი) , გიორგი მაკარიძე (ვიტორია, სეტუბალი, პორტუგალია), როინ კვასხვაძე (ტორპედო, ქუთაისი)
მცველები: ოთარ კაკაბაძე (ლუცერნი, შვეიცარია), გურამ კაშია (სან ხოსე ერთკვეიკსი, აშშ), სოლომონ კვერკველია (ლოკომოტივი, მოსკოვი, რუსეთი), დავით ხოჭოლავა (შახტარი, დონეცკი, უკრაინა), გია გრიგალავა (არსენალი, ტულა, რუსეთი) ლაშა დვალი(ფერენცვაროში, უნგრეთი), ლევან ხარაბაძე (ციურიხი, შვეიცარია), გიორგი ნავალოვსკი (დინამო, ბათუმი)
ნახევარმცველები: ჯაბა კანკავა (ტობოლი, ყაზახეთი), ოთარ კიტეიშვილი (შტურმი, ავსტრია), ლაშა პარუნაშვილი (ესბიერგი, დანია), ვაკო გვილია (გურნიკი, პოლონეთი), გიორგი მერებაშვილი (ვისლა, პლოცკი, პოლონეთი), საბა ლობჟანიძე (რანდერსი, დანია), ნიკა კვეკვესკირი (ტობოლი, ყაზახეთი), გიორგი ხარაიშვილი (გეტებორგი, შვედეთი), გიორგი პაპუნაშვილი ( სარაგოსა, ესპანეთი), ხვიჩა კვარაცხელია (ლოკომოტივი, მოსკოვი, რუსეთი), ჯაბა ჯიღაური (გრენობლი, საფრანგეთი), გიორგი აბურჯანია (ლუგო, ესპანეთი)
თავდამსხმელები: ვატო არველაძე (კორონა, პოლონეთი), ლევან მჭედლიძე (ემპოლი, იტალია), ელგუჯა ლობჯანიძე (თარაზი, ყაზახეთი)
ევროპის 2020 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის უახლოეს მატჩს საქართველოს ნაკრები 7 ივნისს, „დინამო არენაზე" გიბრალტარის წინააღმდეგ გამართავს. შეხვერდა 20:00 საათზე დაიწყება. 1 ივნისს, დინამო არენას სალაროებში საქართველო - გიბრალტარის მატჩის ბილეთების გაყიდვა დაიწყო. გულშემატკივარს შეხვედრის ბილეთების შეძენა ინტერნეტის საშუალებით, TKT.ge-ზე შეუძლია. ბილეთის ფასი 5, 10, 15 და 25 ლარია.
ამ მატჩის შემდეგ, მომდევნო დღეს საქართველოს ნაკრები დანიაში გაემგზავრება. დანია-საქართველო 10 ივნისს, კოპენჰაგენში, თბილისის დროით 22:45 საათზე შედგება.





ჩვენ








