
სფფ-ს ტექკნიკურ ცენტრ „ბასაზე" საქართველოს ქალთა ლიგის 2019 წლის გათამაშების პირველი წრის ცენტრალური მატჩი ჩატარდა. ერთმანეთს, მიმდინარე გათამაშების ლიდერები "ნიკე" და "ლანჩხუთი" დაუპირისპირდნენ. ამ ტურამდე, ორივე გუნდი დანაკარგის გარეშე ასპარეზობდა და თავიდანვე ნათელი იყო, რომ შეხვედრა დაძაბული გამოვიდოდა.
7 ტურის შემდეგ, „ნიკეს" და „ლანჩხუთს" თანაბრად 21-21 ქულა ჰქონდა. თუმცა, გოლების შეფარდებით, სატურნირო ცხრილის სათავეში „ნიკე" იმყოფებოდა. საკმაოდ დაძაბული და საინტერესო შეხვედრა, ქალთა ფეხბურთისთვის უჩვეული ანგარიშით, 1-0 დასრულდა მასპინძელთა სასარგებლოდ. თამაში გარდამავალი უპირატესობით წარიმართა. თუმცა, ლანჩხუთელთა შეხვედრის დროის დიდი მონაკვეთი მეტოქეს ბურთის ფლობის მხრივ სჯობდნენ და „ნიკეს" კარის მიმრათულებითაც უფრო მეტჯერ დაარტყეს.
ამ შეხვედრის დაძაბულობიდნა გამომდინარე, იყო ბევრი წვრილმანი შეცდომები და ორივე გუნდის მეკარის კარგი თამაში. განსაკუთრებით „ნიკეს" მეკარეს მარიამ კომლაძეს გამოვყოფდით, რომელმაც მინიმუმ 2 მომენტში საკუთარი კარი აშკარა გოლისგან გადაარჩინა. გამარჯვების გოლი კი „ნიკეს" ნინო სუთიძემ მოუტანა და ახლა ნიკელთა 17 ნომერი 16 გოლით ბომბარდირთა დავას ლიდერობს.
„ნიკემ" პრინციპული შეხვედრა მოიგო და გათამაშების ერთპიროვნული ლიდერი გახდა 24 ქულით.
საშინაო შეხვედრა მოიგო გორში, „პარკი არენაზე" „გორი იუნაიტედმა". გორელებმა ბათუმის „დინამო" 4-1 დაამარცხეს. ამ შეხვედრაში მასპინძელთაგან ჰეთ-თრიქი ეთერ სულაშვილმა გააკეთა. ახლა ახალგაზრდა ფეხბურთელს, მიმდინარე გათამაშებაში 10 გატანილი გოლი აქვს.
მესამე შეხვედრა მოიგო ზედიზედ და სატურნირო ცხრილში, 12 ქულით, მე-5 საფეხურზე გაიმყარა პოზიცია „ნორჩმა დინამომ". თბილისიურმა კლუბმა ამჯერად, გასვლაზე, ხაშურის „ივერია" დაამარცხა 2-7.
12 ქულა აქვს „სამეგრელოსაც", რომელმაც მეგრულ დერბიში, გათამაშების მე-3 საფეხურზე მყოფი ხობის „კოლხეთი" 3-0 დაამარცხა.
ერთბურთიანი სხვაობით შეძლო გამარჯვება საქართველოს ორგზის ჩემპიონმა ქუთაისის „მართვემ". ქუთაისელებმა, მიმდინარე გათამაშების დებიუტანტი „ზარზმა", ადიგენში მინიმალური ანგარიშით 1-2 დაამარცხეს.
ქალთა ლიგის გათამაშების პირველი წრის ბოლო, მე-9 ტური 7 ივნისს გაიმართება.





ჩვენ








