
გიბრალტარის ეროვნულმა ნაკრებმა ტრადიცია არც ამ ჯერზე დაარღვია და საქართველოში, მიხეილ მესხის სტადიონზე ჩატარებული ვარჯიშების შემდეგ, დინამო არენაზეც დილით, ბევრი გუნდისთვის უჩვეულო დროს 10 საათზე, პაპანაქება სიცხეში ივარჯიშა.
სტუმარი ნაკრების ურუგვაელი მთავარი მწვრთნელის, ხულიო სეზარ რიბასის განცხადებით, რომელიც მან „დინამო არენაზე" ვარჯიშის დასრულების შემდეგ ქართული მედიისთვის გამართულ პრესკონფერეციაზე გააკეთა (გიბრალტარიდან გუნდს ჟურნალისტები არ ჩამოჰყოლიან), გუნდში ყველა ფეხბურთელი ჯანმრთელადაა და ევრო 2020-ის მორიგი თამაშისთვის ემზადება. გიბრალტარელები ევროპის ჩემპიონატის დასკვნით ეტაპზე ჯგუფიდან გასვლაზე ოცნებას არ ეშვებიან, ყოველ შემთხვევაში, მწვრთნელის საუბრის ქართულ თარგმანში ამ ვერსიამაც გაიჟღერა და ქართულ მედიას ღიმილიც მოჰგვარა.

ხვალინდელ მატჩთან დაკავშირებით კი რიბასის სურვილი საკმაოდ მოკრძალებული იყო - სტუმრები ქულის აღებაზეც კი ყაბულს არიან.
- არ მომწონს ფეხბურთში, გუნდებზე როგორც ფავორიტებზე ლაპარაკი. ეს სხვა სახეობებს უფრო შეეფერება. თუმცა, მომწონოს ირლანდიის, დანიის, შვეიცარიის გუნდები და იმედი მაქვს, რომ ჩვენც რაღაც წარმატებას მივაღწევთ ამ ეტაპზე.
- საქართველოს ნაკრების შესახებ ჩვენ ისეთივე მდიდარი შთაბეჭდილება გვაქვს, როგორ თქვენ ჩვენს გუნდზე. დღევანდელი ტექნიკური საშუალებები გვაძლევს იმის შესაძლებლობას, რომ ვნახოთ სხვადასხვა გუნდების თამაშები, შევაგროვოთ ინფორმაცია.

- საქართველოს ნაკრები არის ძალიან ძლიერ გუნდი. ნანახი მაქვს მისი თამაში და კარგი გუნდის შთაბეჭდილება დატოვა.
- მიჭირს რომელიმე გამოვყო. ყველა ხაზზე არიან ძლიერი ფეხბურთელები.
ამბობს რიბასი და საკუთარი გუნდის ხვალინდელი მატჩის ტაქტიკურ მონახაზზე საუბარს თავს არიდებს, ამას ხვალ ნახავთო.






ჩვენ








