მეორე წრის დამატებით ტაი-ბრეიქში 23 წყვილი ჩაება
მეორე წრის დამატებით ტაი-ბრეიქში 23 წყვილი ჩაება
09.09.2017
ავტორი:


ქართველმა მოჭადრაკემ, ბაადურ ჯობავამ პირველი 25-წუთიანი პარტიებისგან შემდგარი მატჩი, საკმაოდ დაძაბულ ბრძოლაში, ფრედ დაასრულა.  ხოლო, 10-წუთიან პარტიებში, უკვე  ნამდვილი სანახაობა მოაწყო.  ჯობავას ამ  ჭადრაკი  უფრო ხელოვნება იყო,  სპორტულმა ელემენტმა კი  მეორე პლანზე გადაინაცვლა. მომდევნო წრეში ნიჭიერი ქართველი დიდოსტატის მეტოქე  რუსი იან ნეპომნიაში იქნება.

გთავაზობთ ამონაწერს ტურნირის ოფიციალური დღიურიდან: „23 მონაწილე თითქოს თავდაჭერით, არ იმჩნევს  გულისტკენას,  მაგრამ განადგურებული გამოდის სათამაშო დარბაზიდან.

წყლიანი თვალები, ნაწვალები ღიმილი,წყალში ჩაყრილი შრომა  და  დამსხვრეული  ოცნება. ყოველ 2-3 დღეში ჩვენ პატარ-პატარა ტრაგედიების მომსწრე ვხდებით. მაგრამ, სწორედ ამ მომენტში ვგრძნობთ რომ ჭადრაკი სპორტია და არა მარტო ხელოვნება+მეცნიერება. მოგება-წაგება  ერთად მოდიან და ყოველდღე ბეწვის ხიდზე დგას პარტიის  ბედი.

დღევანდელი ტაი-ბრეიქის შემდეგ  თამაშს და ბრძოლას მსოფლიო თასისთვის აგრძელებენ: მსოფლიო საჭადრაკო რეიტინგ-სიის მეხუთე  ნომერი ფაბიანო კარუანა, მერვე ნომერი უესლი სოუ,მეათე ნომერი  ჰიკარუ ნაკამურა (სამივე აშშ), მეშვიდე  ნომერი ალექსანდრ გრიშუკი (რუსეთი), 2005 წელს გამართული პირველი მსოფლიო თასის გამარჯვებული ლევონ არონიანი (სომხეთი) ,იური კუზუბოვი (უკრაინა),  დინგ ლირენი (ჩინეთი),ანიშ გირი (ჰოლანდია), რიჩარდ რაპორტი (უნგრეთი), იან ნეპომნიაში (რუსეთი), პიოტრ სვიდლერი (რუსეთი), ალექსანდრ ონიშუკი(აშშ), ლი ჩაო (ჩინეთი), სეტურამანი (ინდოეთი), დავიდ ნავარა (ჩეხეთი), ვანგ ჰაო (ჩინეთი),მაქსიმ მატლაკოვი (რუსეთი), ევგენი ნაერი (რუსეთი), ბუ სიანჯი (ჩინეთი), ვასილი ივანჩუკი (უკრაინა),ვლადისლავ არტემიევი (რუსეთი).

ტაი-ბრეიქი შემდეგი სისტემით გაიმართა: ორი 25 წუთიანი პარტია 10 წამის დამატებით თითოეულ სვლაზე,  მატჩის ფრედ დასრულების შემთხვევაში კიდევ 2 პარტია10 წუთს+10 წამი; თუ კიდევ არ გამოვლინდა გამარჯვებული მაშინ 5 წუთს+3 წამი; და საბოლოოდ ყველა მატჩის ფრედ დასრულების შემთხვევაში დამატებითი 'არმაგედონი' თეთრებს  5 წუთი მთელ პარტიაზე, ხოლო შავებს 4 წუთი = 61-ე სვლიდან  3 წამის დამატებით; ყაიმის შემთხვევაში გამარჯვებულად  ცხადდებიან შავები და გადადიან  შემდეგ წრეში.

მესამე წრის შეხვედრები:

კარლსენი - ბუ ხიანგზი; სვიდლერი - ონიშუკი; ვაშიე-ლაგრავი - ლენდერმანი; გრიშუკი - ნავარა; კრამნიკ-ივანჩუკი; გირი - სეტურამანი; არონიანი - მატლაკოვი; დუბოვი - არტემიევი; სო - ვალეხო; ნეპომნიაში - ჯობავა; ნაკამურა-ფედოსეევი; კოვალიოვი-როდშტეინი;კარუანა-ნაერი;რაპორტი-ლი ჩაო; კუზუბოვი-ვან ჰაო;დინგი - ვიდიტი."

შეგახსენებთ, მსოფლიო თასის მე-15 გათამაშება, 2-დან 28 სექტემებრის ჩათვლით იმართება. ფიდე-ს კალენდრის მთავარ ღონისძიებაში 48 ქყვეყნის 128 მოჭადრაკე ჩაერთო. მათ შორის, მსოფლიო საჭადრაკო რეიტინგ-სიის ტოპ 25 სპორტსმენი. მონაწილეთა შორისაა მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონი, ნორვეგიელი მაგნუს კარლსენი. მსოფლიო თასის გათამაშების ისტორიაში ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც ტურნირში მოქმედი ჩემპიონი ასპარეზობს.