„სეფაჰანი“ გიორგი გველესიანის მესამე ირანული კლუბი
„სეფაჰანი“ გიორგი გველესიანის მესამე ირანული კლუბი
14.06.2019
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

„სეფაჰანი" მესამე ირანული  კლუბია, რომელშიც ქართველი მცველი გიორგი გველესიანი ითამაშებს. „ზობ აჰანისა" და „ნასაჯის" შემდეგ, 28 წლის ყოფილმა დინამოელმა ირანის მოქმედ  ვიცე-ჩემპიონ კლუბთან ერთწლიან კონტრაქტს მოაწერა ხელი.


„ორი უნდოდათ, მაგრამა ერთზე შევთანხმდით. რატომ გადავწყვიტე ეს გუნდი, „სეფაჰანი"? ის, ირანში ერთ-ერთი საუკეთესო, ისტორიული და ტიტულოვანი გუნდია, რომელსაც 2 წელია უკვე, ჩემი გადაბირების დიდი ინტერესი აქვს. წინა სეზონი მე-2 ადგილზე დაასრულეს და ამ წელს, ჩემპიონობისთვის ვიბრძოლებთ. კლუბი, აზიის ჩემპიონთა ლიგაზე ითამაშებს", - ამბობს გიორგი გველესიანი TSFF.GE-სთან საუბარში.


ქართველმა ფეხბურთელმა, 2018-19 წლების საფეხბურთო სეზონზე, „ნისაჯის" შემადგენლობაში 22 მატჩი შეუცვლელად ჩაატარა, 5 გოლი გაიტანა და მხოლოდ, 1 ყვითელი ბარათი მიიღო. 2017 წელს, „დინამო თბილისიდან" ფეხბურთელის წასვლის შემდეგ, ტრანსფერ-მარკეტზე, ფეხბურთელის ღირებულება 200 ათასი ევროდან 400 ათას ევრომდეა გაზრდილი.


ამ მომენტისთვის ირანულ გუნდში 2 ლეგიონერია, გველესიანის გარდა, „სეფაჰანში" ბრაზილიელი თავდამსხმელი კიროს სტენლი სუარეს ფერასი ირიცხება. თუმცა, არაა გამორიცხული, 10 აგვისტომდე, „სეფაჰანის" ლეგიონერთა რიცხვი გაიზარდოს, გამომდინარე იქიდან, რომ ირანული კლუბი, 2019-20 წლების სეზონზე, მხოლოდ ქვეყნის ჩემპიონობას არ ისახავს მიზნად და აზიის ჩემპიონთა ლიგის გათამაშებაში წარმატებულ გამოსვლას გეგმავს.


ირანის 5 გზის ჩემპიონი და ირანის თასის 4 გზის მფლობელი კლუბს, 2007 წლის სეზონზე მხოლოდ 1 ბურთი დააკლდა, აზიის ჩემპიონთა ლიგის მოსაგებად.   ზობ აჰანის" შემდეგ კი,  აღნიშნულ ტურნირში გიორგი გველესიანი, ახალი კლუბის შემადგენლობაში მეორედ მიიღებს მონაწილეობას. აზიის ჩემპიონთა ლიგაში გველესიანს ერთ გოლიც აქვს გატანილი.