
ნიონში, 21 ივნისს, ქალთა შორის საქართველოს ჩემპიონის, საფეხბურთო კლუბი „ნიკეს" მომავალი მეტოქეების ვინაობა გაირკვევა. უეფა-ს ქალთა ჩემპიონთა ლიგის, თავის პირველ შესარჩევ რაუნდში, გივი კვარაცხელიას გუნდს მატჩებს 7, 10 და 13 აგვისტოს გამართავს.
იმის მიხედვით თუ, რომელ შესარჩევ ჯგუფში მოხვდება „ნიკე", ქართულ გუნდს, პირველ საერთაშორისო ტურნირში ჩაბმა ლიეტუვაში, ნიდერლანდებში, ბოსნია და ჰერცოგოვინაში, უკრაინაში, ბელარუსში, სლოვაკეთში, მონტენეგროში, ესტონეთში, ლატვიაში ან სლოვენიაში მოუწევს.
2019-20 წლების გათამაშებაში მონაწილეობის მისაღებად უეფა-ში 50 წევრი ქვეყნის 62 კლუბის განაცხადი შევიდა. ქალთა შორის ჩემპიონთა ლიგის მოქმედი გამარჯვებული „ლიონი", უეფა-ს 2017-18 წლების სეზონის რეიტინგით 10 ტოპ ასოციაციის 2-2 გუნდი (გერმანია, საფრანგეთი, ინგლისი, შვეცია, ესპანეთი, დანია, ჩეხეთი, იტალია, შვეიცარია, რუსეთი), ასევე შოტლანდიისა და ავსტრიის მოქმედი ჩემპიონები, ქალთა შორის უეფა-ს ჩემპიონთა ლიგის გათამაშებას, 11 სექტემბრიდან, 1/16 ფინალიდან შეუერთდებიან.
თუმცა, მანამდე, ქალთა 40 კლუბი, სწორედ 10 ჯგუფში გადანაწილებული დარჩენილი 10 საგზურისთვის იბრძოლებს. საქართველოს მოქმედი ჩემპიონის „ნიკეს" გარდა, ჩემპიონთა ლიგის წლევანდელ გათამაშებაში დებიუტი ექნებათ, „ბრაგას", „სპლიტს", „ბეშიქთაშს", „ფლორა ტალინს" და „ალაშკერტს".
ამ ეტაპისთვის ცნობილია, რომ „ნიკეს" გარდა ქართველები, ქალთა ჩემპიონთა ლიგაზე კიდევ 2 ფეხბურთელით იქნებიან წარმოდგენილები. ყაზახეთის „ბიიკ კაზაგიურტთან" ერთად, ყაზახეთის მრავალგზის ბომბარდირი და საუკეთესო ფეხბურთელი, საქართველოს მოქმედი საუკეთესო ფეხბურთელი ქალი გულნარა გაბელია ითამაშებს. საქართველოს 2017 წლის საუკეთესო ქალი ფეხბურთელი ნინო სუთიძე კი, თავის ახალ, უკრაინის ჩემპიონ გუნდთან „ჟიტლობუდ-1" საკვალიფიკაციო ჯგუფიდან დაიწყებს ასპარეზობას.








ჩვენ








