„ჩიხურა“ „სასურველი“ მეტოქის დაძლევას გეგმავს
„ჩიხურა“ „სასურველი“ მეტოქის დაძლევას გეგმავს
18.06.2019
ავტორი:

საფეხბურთო კლუბი საჩხერის „ჩიხურას" ფეხბურთელებმა, დღეს, ნიონში გამართული, უეფას ევროპა ლიგის წილისყრის შედეგი შეაფასეს. იმერული კლუბი 11 და 18 ივლისს, პირველი საკვალიფიკაციო რაუნდის მატჩებს გამართავს ლუქსებმურგის „ფოლა ეშის" წინააღმდეგ. წილისყრით, საჩხერელებს, პირველი მატჩის ჩატარება  ლუქსემბურგში უწევთ, თუმცა, გამომდინარე იქიდან, რომ 2019-2020 წლების ევროტურნირების სეზონზე, საშინაო სტადიონად „საბურთალოს", „ჩიხურასა" და „ტორპედოს" თბილისის მიხეილ მესხის სახელობის სტადიონი აქვს დასახელებული, და 16-18 ივლისის პერიოდში სამივე ქართულ გუნდს „სახლში" უწევდა თამაში, დიდი ალბათობით, უეფა „სტუმარ-მასპინძლის" განრიგს შეცვლის.

დავით მაისაშვილი: „კენჭისყრის შედეგით უკმაყოფილოები ნამდვილად ვერ ვიქნებით, თუმცა იოლ გასერინებაა არ ველოდებით და მართლაც რთული შეხვედრები გველის წინ. მაგრამ, ვინც არ უნდა იყოს მეტოქე, ვთვლი, რომ ყველაფერი ჩვენზეა დამოკიდებული. მჯერა, მოვახერხებთ და დავძლევთ „ფოლას" ბარიერს. ვისარგებლებ შემთხვევით და წარმატებებს ვუსურვებ სხვა ქართულ კლუბებსაც ევრო ასპარეზზე".

მიხეილ სარდალიშვილი: „ევროპა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპის წინ მოლოდინები საკმაოდ კარგი გვაქვს, გვსურს, რომ დავძლიოთ პირველი ეტაპი და წარმატებულად გამოვიდეთ, რაც შეეხება მეტოქეს დიდ ინფორმაციას ამ მომენტში მათზე არ ვფლობ, თუმცა, ფაქტია, როდესაც გუნდი ევრო ტურნირებზე სტაბილურად ასპარეზობს ის ცუდი ვერ იქნება. ასევე მინდ წარმატებები ვუსურვო სხვა ქართულ კლუბებსაც"

ბესო დეკანოიძე: „კენჭისყრის შედეგად ნამდვილად კარგი მეტოქე შეგვხდა, თუმცა, არ ვთვლი, რომ მარტივი შეხვედრები გველოდება, ორი ურთულესი მატჩის ჩატარება მოგვიწევს. მაგრამ, რა თქმა უნდა, თავის დაზოგვას არ ვაპირებთ და ყველაფერს გავაკეთებთ, რომ შემდეგ ეტაპზე გავიდეთ. აქვე წარმატება მინდა ვუსურვო სხვა ქართულ კლუბებსაც".

დინო ჰამზიჩი: „სავარაუდო 5 მეტოქიდან ჩვენი მომავალი მოწინააღმდეგე, ნამდვილად, ყველაზე სასურველუ მეტოქე იყო, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ ჩვენ მოდუნების შესაძლებლობა გვაქვს. ამაზე მათი კარგი თამაში და გამოცდილებაც მეტყველებს. წინა წელს მეორე ეტაპიდან გამოვარდნენ, ხოლო ორი წლის წინ მესამე ეტაპამდე მიაღწიეს. ეს არ იქნება მარტივი, თუმცა შევეცდებით ვაჩვენოთ ჩვენი საუკეთესო მატჩები".

ფეხბურთელების კომენტარები „ჩიხურას" ოფიციალურმა გვერდმა გამოაქვეყნა.