
ისევე, როგორც საჩხერის „ჩიხურა", ქუთაისის „ტორპედოც" უეფა-ს ევროპა ლიგის პირველი საკვალიფიკაციო რაუნდის პირველ მატჩს, წილისყრით სტუმრად, შიმკენტში გამართავს. თუმცა, არაა გამორიცხული „ტორპედსა" და „ორდაბასის" პირველი შეხვედრა თბილისში გაიმართოს. 2019-2020 წლების ევროტურნირების სეზონზე, საშინაო სტადიონად „საბურთალოს", „ჩიხურასა" და „ტორპედოს" თბილისის მიხეილ მესხის სახელობის სტადიონი აქვს დასახელებული, და 16-18 ივლისის პერიოდში სამივე ქართულ გუნდს „სახლში" უწევდა თამაში, დიდი ალბათობით, უეფა „სტუმარ-მასპინძლის" განრიგს შეცვლის.
მანამდე კი, მომავალ სპარინგთან დაკავშირებით, „ტორპედოს" ოფიციალურ ვებ-გვერდზე, მთავარი მწვრთნელის, კახა ჩხეტიანის შეფასება ქვეყნდება:
„ვინც, არ უნდა შეგვხვედროდა, ყველასთან საბრძოლველი გვექნებოდა და ასეა ახლაც.
„ორდაბასი" კარგი გუნდია, რომელსაც სათავეში კახა ცხადაძე უდგას. მათ რიგებში 14 ლეგიონერი ირიცხება. გუნდის შემადგენლობაშია ფორვარდი ზიგი ბადიბანგა, რომელმაც თავი გასულ წელს "შერიფიდან" დაგვამახსოვრა. ასევე „ორდაბასის" ღირსებას ბრაზილიელი შემტევი ჟოაო პაულო იცავს - ჩვენთვის ისიც ნაცნობი ფეხბურთელია „ლუდოგორეციდან"...
ხვალ "გაგრასთან" სათასო მატჩი გვაქვს და ახლა მთელი კონცენტრაცია ამაზეა. შემდეგ ვნახავთ „ორდაბასის" მატჩებს და გავაანალიზებთ ჩვენი მეტოქის თამაშს.
მინდა, ვისარგებლო შემთხვევით და ქართულ კლუბებს - "საბურთალოს", "დინამოსა" და "ჩიხურას" ევროტურნირებზე წარმატებული ასპარეზობა ვუსურვო", - ამბობს კახა ჩხეტიანი.





ჩვენ








