
უეფა-ს ევროპა ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის შეხვედრებს საჩხერის „ჩიხურა" 11 და 18 ივლისის ნაცვლად 11 და 17 ივლისს გამართავს. ამას გარდა, საჩხერელები საპასუხო შეხვედრას, თბილისში, მიხეილ მესხის სტადიონზე აღარ გამართავენ. უეფა-ს მომდევნო საკვალიფიკაციო ეტაპზე გასავლელ გადამწყვეტ თამაშს „ჩიხურა" „დინამო არენაზე" გამართავს. თუმცა, ამ შეხვედრასთან დაკავშირებით დეტალები ამ წუთებშიც ზუსტებდა ნიონში, ასე, რომ დღის ბოლომდე კიდევ, შეიძლება ინფორმაცია შეიცვალოს.
შეგახსენებთ, რომ „საბურთალოს", „ჩიხურასა" და „ტორპედოს" საშინაო მატჩების მასპინძელ სტადიონად მიხეილ მესხის სტადიონი ჰქონდათ დასახელებული.
დღეს, „საბურთალოში" დაგვიდასტურეს, რომ უეფა-ს ჩემპიონთა ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებს, როგორც გუშინ დაანონსდა, „საბურთალო" 10 და 17 ივლისს გამართავს.
შესაბამისად, არ შეიცვლება „ტორპედოს" სათამაშო დღეებიც 11 და 18 ივლისი. აქედან 18 ივლისს, თბილისში, მიხეილ მესხზე დაგეგმილი მატჩიც ჩატარდება. თუმცა, ამ შემთხვევაში დასაზუსტებელი რჩება, სად გამართავენ „ტორპედო" და „ორდაბასი" მატჩისწინა ვარჯიშებს, იმის გათვალისწინებით, რომ უეფა-ს სტანდარტით, თამაშიდან თამაშამდე სტადიონმა 48 საათი უნდა „დაისვენოს".





ჩვენ








