საქართველოს თასის გათამაშებას ეროვნული ლიგის ორი გუნდი გამოეთიშა
საქართველოს თასის გათამაშებას ეროვნული ლიგის ორი გუნდი გამოეთიშა
19.06.2019
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის 2019 წლის თასის გათამაშებას ეროვნული ლიგის კიდევ 2 გუნდი გამოეთიშა. ¼  ფინალში, რომლის წილისყრაც უახლოეს დღეებში გაიმართება, „დინამო თბილისი" და ბოლნისის „სიონი" აღარ ითამაშებენ.

1/8 ფინალებიდან კი, 2 შეხვედრის გამოყოფა გვინდა. ორივე თბილისში, დღეს გაიმართა. ერთში, მუხიანის საფეხბურთო სკოლის მოედანზე ქუთაისის „ტორპედომ" მინიმალური ანგარიშით 2-3 დაამარცხა „გაგრა". ფეხბურთის მოყვარულებს საქართველოს თასის 2018 წლის ფინალი, ამ გუნდების მონაწილეობით, ჯერ კიდევ ახსოვთ. აქედან გამომდინარე დაძაბულ თამაშს ყველა მოელოდა. თუმცა, მატჩი  ტრიბუნებზე ამტყდარი ჩხუბის გამო, რამდენიმე წუთით შეჩერდა და შესაძლო იყო, მატჩი ჩაშლილიყო.

მეორე მატჩში, კი ზოგის აზრით სათასო სენსაცია დაფიქსირდა. თუმცა, თუ ეროვნული ლიგის გათამაშებაზე „დინამო თბილისის" ბოლოდროინდელ თამაშს რეალურად შევაფასებთ, თბილისის „მერანთანაც", რომელიც გამოცდილი ვეტერანი ქართველი ფეხბურთელებით არის დაკომპლექტებული და 2019 წლის სეზონის ბოლოს, დიდი ალბათობით, ლიგა 2-დან, ძლიერთა შორის ამოსვლას გეგმავს, შედეგი აბსოლუტურად კანონზომიერი იყო.

მატჩის მანძილზე დინამოელთა ესპანელ მეკარეს 5-ჯერ ძლიერ მოუხდა გარჯა, რათა საკუთარი კარი აშკარა გოლისგან ეხსნა. საპასუხოდ დინამოელთაგან პირველ ტაიმში მხოლოდ, 2 მომენტი - გიორგი ზარიასა და ლევან კუტალიას შესრულებით, მეორეში კი, ლევან შენგელიას კარის მიმართულებით დარტყმული დაგვამახსოვრდა. ეს იყო და ეს. თამაშის დამატებითი დროის დასრულებას კი 5 წუთი აკლდა, როდესაც დინამოელთა კარში 11-მეტრიანი დაინიშნა. მერანელმა გოგი ფიფიამ, კი „დინამო თბილისი" თასის გათამაშებიდან გამოთიშა. „მერანმა" 1-0 მოიგო.

საქართველოს დავით ყიფიანის თასის 1/8 ფინალის სხვა შეხვედრებში შემდეგი ანგარიშები დაფიქსირდა:

„რუსთავი" - „სიონი" 2-0

„თელავი" - „ლოკომოტივი" 0-1

„მერანი" მარტვილი - „გურია" 3-0

„სამტრედია" - „საბურთალო" 1-2

„გარეჯი" -„სპაერი" 3-3 (პენალტები 4-2)

„თბილისი სითი" - „ზუგდიდი" 1-0