
NBA 2019 წლის დრაფტის მედია წარდგენების დღეს ზაიონ უილიამსონის მიმართ გამოჩენილი ყურადღებით დასევდიანებული 19 წლის გოგა ბითაძის ფოტომ, ქართველი ცენტრი აღნიშნული დრაფტის საერთო ფავორიტად აქცია.
6 ფუტისა და 11 სანტიმეტრის ცენტრი საქართველოდან , არა მხოლოდ ინტერნეტ სივრცის სენსაცია გახდა, ცოტა ხნის წინ ის დრაფტის პირველ წრეში აირჩიეს.
ბრუკლინში გამართულ NBA-ს 2019 წლის დრაფტის პირველ წრეში, ქართველი ცენტრი გოგა ბითაძე „ინდიანა პეისერსმა" მე-18 ნომრად აირჩია. აღნიშნულ გუნდში ქართველი ცენტრის პოზიციაზე ინდიანაში მაილს ტერნერი და დომანტას საბონისი თამაშობენ. სხვათა შორის, კლუბში მე-3 ცენტრის გამოჩენას და მის საჭიროებას უკვე არაერთგვაროვნად გამოეხმაურნენ კლუბის ფეისბუქ-გვერდზე ქომაგები.
თუ კვლავ რამდენიმე დღის წინ სოციალური ქსელებით გავრცელებულ ფოტოს დავუბრუნდებით და ამ ფოტოს გამოქვეყნების შემდეგ ზაზა ფაჩულიას კომენტარსაც მოვიშველიებთ, „მთავარი არაა როგორ დაიწყებ, მთავარია როგორც დაასრულებ. დაუმტკიცე, რომ შეცდნენ".
დაწყებით კი, გოგა ბითაძეს, როგორც პირველ რაუნდში არჩეულს, გარანტირებული 2-წლიანი კონტრაქტი და პირველ სეზონში 2,344,400 ეკუთვნის. ახლა, მთავარია ქართველმა, რომელიც დრაფტის ცერემონიაზე საკუთარი გვარის გაგების შემდეგ ამაყად და ოდნავ დაბნეულადაც გამოიყურებოდა ნაციონალური საკალათბურთო ლიგის იმ ქომაგების იმედები გაამართლოს, რომლებმაც მის შესახებ შესაძლოა, სწორედ იმ უსიამოვნო ფოტოს შემდეგ გაიგეს და ქართველი კალათბურთელის მიმართ თანაგრძნობითა და სიმპათიით განიმსჭვალნენ.





ჩვენ








