იტალიამ შვედეთს 13 ხმით მოუგო
იტალიამ შვედეთს 13 ხმით მოუგო
25.06.2019
ავტორი:

ლოზანაში საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის ახლადგახსნილ შტაბ-ბინაში, პირველად დასახელდა ზამთრის 2026 წლის ოლიმპიადის მასპინძელი ქვეყანა.  2026 წლის ოლიმპიური თამაშების მასპინძლობაზე იტალიის (მილანისა და კორტინა დ'ამპეცოს)  წყვილი, შვედეთს (სტოკჰოლმისა და ორეს) უპირისპირდებოდა.

 

„ზამთრის სპორტის სახეობათა ტრადიციულ ქვეყანაში, წარმატებული ზამთრის ოლიმპიური თამაშების ჩატარების იმედი უნდა გვქონდეს. იტალიელ ორგანიზატორთა და გულშემატკივართა გამოცდილება, მსოფლიოს საუკეთესო ათლეტებისთვის, იდეალურ გარემოს შექმნის", - განაცხადა IOC-ის პრეზიდენტმა თომას ბახმა.

 

ზამთრის XXV ოლიმპიური თამაშების მასპინძელს ხმა საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის სესიის 47 დელეგატმა 34-ის წინააღმდეგ მისცა. იტალიამ მიიღო 2026 წლის პარალიმპური თამაშების მასპინძლობის უფლება.

 

აღსანიშნავია, რომ იტალიას ზამთრის ოლიმპიურ თამაშებისთვის აქამდე ორჯერ უმასპინძლია - 1956 წელს კორტინა დ'ამპეცოში და 2006 წელს ტურინში (ამას გარდა 1960 წელს, რომში ზაფხულის ოლიმპიური თამაშები ჩატარდა). როგორც სესიაზე IOC-ის პრეზიდენის თომას ბახის გამოსვლიდან ირკვევა, საერთაშორისო ოლიმპიურმა კომიტეტმა „ქამრების შემოჭერა" დაიწყო. ამას კი, თამაშების ღირებულების (საორგანიზაციო ბიუჯეტის) შემცირებასა და ძვირადღირებული პროექტირების სირთულეებისგან თავის აცილებით ცდილობენ. მომავალი თამაშების ადგილმდებარეობის განსაზღვრისას კი, უპირატესობას უკვე არსებულსა და გამოცდილს მიანიჭებენ.