ფედერაციაში საქართველოს თასის წილისყრა გაიმართა
ფედერაციაში საქართველოს თასის წილისყრა გაიმართა
27.06.2019
ავტორი:

შემოდგომაზე, საქართველოს დავით ყიფიანის თასის გათამაშება განახლდება. ¼ ფინალური თამაშები 25 სექტემბერს გაიმართება. დიდი ალბათობით ამ დღეს, გათამაშებას ეროვნული ლიგის კიდევ ერთი გუნდი გამოეთიშება, ვინაიდან 4 წყვილს შორის, ერთი სწორედ ძლიერთა ლიგის მონაწილე გუნდებით დაკომპლექტდა.


დავით ყიფიანის სახელობის თასის მეოთხედფინალური ეტაპის წილისყრა, 27 ივნისს, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციაში საქართველოს გაიმართა. როგორც გახსოვთ, 1/8 ფინალის შემდეგ გათამაშებაში ეროვნული ლიგის ოთხი, ეროვნული ლიგა 2-ის  ერთი, ლიგა 3-ის ერთი და  ლიგა 4-ის ორი გუნდი დარჩა.


წილისყრის შედეგად გუნდები შემდეგნაირად დაწყვილდნენ:

 

„გარეჯი" - „თბილისი სითი"

„რუსთავი" - „ტორპედო"

„მერანი" თბილისი - „საბურთალო"

„მერანი" მარტვილი - „ლოკომოტივი"


შემდეგ ეტაპზე გამსვლელი გუნდები ერთმატჩიანი დაპირისპირებაში გამოვლინდებიან.