„დინამო თბილისის“ სავარაუდო მეტოქეთა დავაში ანდორელები დაწინაურდნენ
„დინამო თბილისის“ სავარაუდო მეტოქეთა დავაში ანდორელები დაწინაურდნენ
28.06.2019
ავტორი: თ.ჯ.

უეფა-ს ევროპა ლიგის გათამაშების 1 საკვალიფიკაციო რაუნდში „დინამო თბილისის" სავარაუდო მეტოქეთა წყვილმა სან მარინოში ითამაშა. ადგილობრივი „ლა ფიორიტასა" და ანდორას „ენგორდანის" შეხვედრა სტუმართა გამარჯვებით 0-1 დასრულდა. ერთადერთი გოლი 31-ე წუთზე კუთხურის მოჰყვა. ამ გუნდების საპასუხო შეხვედრა 4 ივლისს უკვე ანდორა ლა ველაში გაიმართება და სწორედ მაშინ გახდება, თუ რომელ გუნდთან მოუწევთ თბილისელებს 11 და 18 ივლისს თამაში.


შეგახსენებთ, რომ უეფა-ს 2019-2020 წლების ევროპა ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე, „დინამო თბილისი" პირველ შეხვედრას სახლში, 11 ივლისს გამართავს „დინამო არენაზე".


სამი ქართული კლუბი „საბურთალო", „ტორპედო" და „ჩიხურა" კი 10 და 11 ივლისს პირველ თამაშებს ჩაატარებენ.


11 ივლისს „ტორპედო" შიმკენტში, კახა ცხადაძის „ორდაბასს" შეხვდება. ლუქსემბურგის სამოყვარულო  კლუბთან „ფოლა ემ"-თან  სტუმრად გამართავს პირველ შეხვედრას „ჩიხურა"


10 ივლისს კი, საქართველოს მოქმედი ჩემპიონი „საბურთალო" უეფა-ს ჩემპიონთა ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ შეხვედრას  ტირასპოლი „შერიფის" წინააღმდეგ სტუმრად გამართავს.

 

© Getty / UEFA