ცხრიდან, ექვსი პირველი
ცხრიდან, ექვსი პირველი
10.09.2017
ავტორი:

6 ოქროს, 4 ვერცხლისა და 10 ბრინჯაოს მედალი - ეს არის ქართველი სპორტსმენების მონაგარი, რომელიც მათ თბილისში, არჩილ ჩოხელის საერთაშორისო მემორიალურ ტურნირზე მოიპოვეს. მემორიალი მესამედ გაიმართა და მისდამი გაზრდილი ინტერესიდან გამომდინარე, სამბოს საერთაშორისო ფედერაციამ, მას მომავლი წლიდან A კატეგორიის სტატუსი მიანიჭა.

რიგით მესამე მემორიალში, მონაწილეობა 12 ქვეყნის (აზერბაიჯანი, თურქეთი, რუსეთი, სომხეთი,  რუმინეთი, მოლდოვა, კვიპროსი, საბერძნეთი, ყაზახეთი, უკრაინა, ბელარუსი და საქართველო) 200-მდე სპორტსმენმა მიიღო. მედლები 9 წონით კატეგორიაში გათამაშდა.

არჩილ ჩოხელის საერთაშორისო ტურნირის ქართველი გამარჯვებულები გახდნენ: გენადი ჩირგაძე (57 კგ), თორნიკე ჭოველიძე (62 კგ.), მინდია ლილუაშვილი ( 68 კგ.), ზაურ გაგნიძე (82 კგ.), თორნიკე ჯუღელი (90კგ),  დათო ლორიაშვილი დათო (100კგ.)

შეგახსენებთ,  სამბოში მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონის, არჩილ ჩოხელის საერთაშორისო მემორიალური ტურნირი ძიუდოს აკადემიაში 9-10 სექტემბერს ჩატარდა.