
„დინამო თბილისში" მორიგი ცვლილებაა. საფეხბურთო კლუბის ოფიციალური გვერდის ცნობით, კლუბი უკრაინელმა ნახევარმცველმა დმიტრო ივანისენიამ დატოვა. ფეხბურთელმა, გუშინ, „დინამო თბილისის" ფორმით ბოლო შეხვედრა გამართა ბოლნისში. ამავე ინფორმაციით, ივანისენია კარიერას დიდი ალბათობით ლუგანსკის „ზორიაში" გააგრძელებს.
შეგახსენებთ, რომ 27 წლის სენეგალელი შემტევი ნახევარმცველის არფან დაფესა და 23 წლის უკრაინელი მარცხენა მცველი ოლექსანდრ კაპლიენკოს შემდეგ, თბილისურმა კლუბმა ერთი ცვლილების შესახებ უკვე დააანონსა. დინამოელთა რიგებს 26 წლის შემტევი ნახევარმცველი ნოდარ ქავთარაძე შეემატა. ქავთარაძე, ბოლოს ქუთაისის ტორპედოში გამოდიოდა. მან 20 ჩატარებულ შეხვედრაში 7- ჯერ მოახერხა გოლის გატანა. მანამდე კი, ის საქართველოში გორის „დილასა" და თბილისის „ლოკომოტივის" ღირსებას იცავდა. ფეხბურთელმა, „დინამო თბილისთან" კონტრაქტი 2020 წლის ბოლომდე გააფორმა კონტრაქტი.
საფეხბურთო წრეებში გავრცელებული ინფორმაციით, რომ დინამოელთა შორის კიდევ ერთი ტორპედოელი გიორგი ქიმაძეც ვიხილავდით, დღეს საბოლოოდ გაირკვა. ქიმაძე უკვე ოფიციალურად „დინამო თბილისის" ფეხბურთელია.
ასევე, აქტიურად, განსაკუთრებით კი, მაშ შემდეგ, რაც გაირკვა, რომ თბილისელთა მეკარე სტეფან სიკაჩი ტრავმის გამო რამდენიმე თვით გამოაკლდა გუნდს, „ტორპედოში" კი ფინანსური პრობლემებია (ამას „ტორპედოს" ძირითად შემადგენლობაში გამოტოვებული ბევრი თამაში დაერთო), როინ კვასხვაძის თბილისში გადმობარგებაზეც ალაპარაკდნენ. თუმცა, TSFF.GE-სთან საუბარში ფეხბურთელმა ეს ვერსია უარყო, „დანარჩენის დალაგება" კი, უახლოეს მომავალს მიანდო.
საფეხბურთო კულუარებში კი, კვასხვაძის მეორე „დინამოში", ბათუმში გადასვლაზეც საუბრობენ, თუმცა ისევე, როგორც სერგეი ლიტოვჩენკოს მოსალოდნელ ტრანსფერზე, ორი „დინამოდან" ერთ-ერთში. TSFF.GE ცოტა ხნის წინ დაუკავშირდა ლიტოვჩენკოს, რომელმაც განაცხადა, რომ: „დიახ, „დინამო თბილისთან" მართლაც ვაწარმოებ მოლაპარაკებებს. არის კიდევ, „დინამო ბათუმის" ვარიანტი. კიდევ, წინადადება თურქეთიდან. უახლოეს დღეებში ჩამოვყალიბდები. თუმცა, არაა გამორიცხული, რომ მომავალ კვირაში, საქართველოში დავბრუნდე. „დინამო თბილისთან" მიმართებაში, ჩემს გარდა არის კლუბის პრეზიდენტი, რომელიც ან დასთანხმდება იმ პირობებს, რომლებიც ჩემთვის უფრო მიმზიდველია, ან არა. მე ვერანაირად, ჩემი და ჩემი ოჯახის საზიანოდ, გადაწყვეტილებას ვერ მივიღებ".
ლიტოვჩენკომ 2017 წლის ეროვნული ლიგის სეზონზე „დინამო თბილისის" შემადგენლობაში 26 მატჩი ჩაატარა.
შეგახსენებთ, რომ სატრანსფერო ფანჯარა 15 ივლისს იკეტება.





ჩვენ








