
ეროვნული ლიგის 21-ე ტურში, გორის „დილას" მთავარი მწვრთნელის მოვალეობას ირაკლი მოდებაძე შესარულებს. სწორედ, სამწვრთნელო შტაბის ერთ-ერთი წევრი უხელმძღვანელებს გორელებს უახლოესი თამადები, ვიდრე კლუბის ხელმძღვანელობა ახალი მთავარი მწვრთნელის შესახებ გააკეთებს განცხადებას.
საფეხბურთო კლუბის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ,,დილას" აღარ გაწვრთნის გიორგი დეკანოსიძე. კლუბსა და 38 წლის სპეციალისტს შორის თანამშრომლობა ურთიერთშეთანხმების საფუძველზე მას შემდეგ შეწყდა, რაც დეკანოსიძის ხელმძღვანელობით „დილამ", ელიგაზე ჩატარებული ბოლო 3 თამაშიდან მხოლოდ ერთში მოახერხა ქულების აღება. ამას გარდა, „ვიტ ჯორჯიასთან" მიღწეული წარმატების შემდეგ, „ჩიხურასთან" მატჩში კლუბს მინიმუმ 1 ქულის აღება ჰქონდა ამოცანად, რის შესრულებაც დეკანოსიძის ხელმძღვანელობით „დილამ" ვერ მოახერხა.
დეკანოსიძე „დილაში" მიმდინარე სეზონის წინ დაინიშნა და მისი ხელმძღვანელობით დილამ ეროვნულ ლიგაში 20 მატჩი ჩაატარა, საიდანაც 6 ჯერ იმარჯვა, 4 შეხვედრა ფრედ დაასრულა და 10 -ჯერ დამარცხდა. ამ მომენტისთვის გუნდს 22 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილში მე-7 ადგილი უკავია.
ამასობაში, საფეხბურთო წრეებში გავრცელდა ინფორმაცია „დილაში" გუნდის ყოფილი მთავარი მწვრთნელის უჩა სოსიაშვილის დაბრუნების თაობაზე. ჩვენი გვერდი დაუკავშირდა კლუბის წარმომადგენლებს, სადაც კლუბში, დილელთა ყოფილი მთავარი მწვრთნელის უჩა სოსიაშვილის დაბრუნება, ამ ეტაპზე უარყვეს.





ჩვენ








