მხოლოდ თბილისში და არა ბათუმში
მხოლოდ თბილისში და არა ბათუმში
02.07.2019
ავტორი: თ.ჯ.

სერგეი ლიტოვჩენკო TSFF.GE-სთან საუბრის შემდეგ, რამდენიმე დღის შემდეგ თბლისში ჩამოვიდა და მშობლიურ კლუბს თბილისის „დინამოს" დიღმის საწვრთნელ ბაზას მიაკითხა. თბილისურ კლუბთან მორიგი კონტრაქტის გაფორმებამდე, გუნდთან ერთად ივარჯიშა. დღეს, კი ოფიციალურად, 2020 წლის ბოლომდე გააფორმა ხელშეკრულება.

„მე დავბრუნდი მშობლიურ სახლში და ძალებს არ დავიშურებ, რომ „დინამო თბილისთან" ერთად ოქროს მედლები ავიღოთ. შევეცდებით კარგად ვიასპარეზოთ ევროტურნირებზე და ამით „დინამო თბილისის" თამაშებზე გულშემატკივარი დავაბრუნოთ", - ამბობს სერგეი ლიტოვჩენკო.

უკრაინელი მეკარის „დინამო თბილისის" რიგებს დაბრუნების შესახებ დღეს, კლუბის ოფიციალურმა გვერდმაც გაავრცელა ინფორმაცია. შეგახსენებთ, რომ  31 წლის მეკარეს დედაქალაქური გუნდის გულშემატკივარი კარგად იცნობს, სწორედ ლიტოვჩენკო იცავდა დინამოელთა კარს 2017 წლის სეზონში და თბილისელთა მაისურით 29 შეხვედრაც გამართა. „დინამო თბილისის" შემდეგ, ლიტოვჩენკო აზერბაიჯანულ „ქიაფაზში" და ოდესის „ჩერნომორეცში" ასპარეზობდა. დაბრუნების შემდეგ, ლიტოვჩენკო 12 ნომრიანი მაისურით იასპარეზებ დინამოელთა რიგებში.