
სოლიდარობისთვის დასჯილი ქართველი მორაგბეები. 20 ივნისის ღამეს რუსთაველის გამზირზე დაშავებული აქტივისტებისადმი სოლიდარობა, რუსულ კლუბში მოასპარეზე სპორტსმენებისთვის კონტრაქტის გაწყვეტის საფუძველი გახდა. საბა ილურიძემ და რეზი ბროძელმა რუსეთის სარაგბო ჩემპიონატში დადებული ლელო, ცალ თვალზე ხელის აფარებით აღნიშნეს. ამის შემდეგ გუნდ "სლავას" ხელმძღვანელობამ მათ კონტრაქტი შეუწყვიტა.
საბა ილურიძე და რეზი ბროძელი სატელევიზიო კომენტარისგან თავს იკავებენ, თუმცა ამბობენ, რომ გუნდის გადაწყვეტილება მათთვისაც მოულოდნელი აღმოჩნდა.

ქართველი მორაგბეები გაოგნებას ვერ მალავდნენ, როდესაც რუსული კლუბის ხელმძღვანელობამ დასაჯა იმის გამო, რომ საქართველოს ხელისუფლების მიერ დემონსტრანტების წინააღმდეგ ძალის გადამეტებას აპროტესტებდნენ.
რაგბის კავშირში ადასტურებენ, რომ ორი ქართველი მორაგბის რუსულ კლუბში გადაყვანა, „სლავას" დაჟინებული მოთხოვნა იყო და მათთვის კონტრაქტის გაწყვეტას ერთადერთი ახსნა აქვს - პოლიტიკური სასჯელი.

საქმის ვითარების შესწავლასა და სათანადო რეაგირების პირობას იძლევა სპორტის მინისტრიც და პარლამენტის სპორტის კომიტეტის თავმჯდომარე.
მომხდარზე რაგბის კავშირში ოფიციალური განცხადება არ გაკეთებულა, თუმცა კავშირის პრეზიდენტი ამბობს, რომ საკითხის შესწავლა დაწყებულია. ბოლო ინფორმაციით, "სლავადან" გამოძევებული ქართველი მორაგბეები სამშობლოში ხვალ დაბრუნდებიან.

ამ მოვლენამდე, სარაგბო კლუბმა „სლავამ" რუსეთის თასის ¼ ფინალში „ყუბანის" წინააღმდეგ 10:19 წააგო. შეგახსენებთ, რომ რუსეთში რაგბის განვითარების და პოპულარიზაციის მიზნით, ადგილობრივ გუნდებში ბევრი ქართველი (ისევე როგორც საქართველოდა წასული ასევე, ჩენი ქვეყნის წარმომადგენელი) მორაგბე თამაშობს. მხოლოდ ამ კლუბში 6 ეთნიკური ქართველი თამაშობს. თუ როგორ გაგრძელდება მოვლენები და დაემუქრება თუ არა, რუსეთის სარაგბო ჩემპიონატში მონაწილე საქართველოს მოქალაქე სხვა მორაგბეებს მსგავსი ინციდენტები, ჩვენი გვერდი, მომავალშიც შეეცდება გიამბოთ.

მასალაში გამოყენებულია სარაგბო კლუბი "სლავას" ფოტო-მასალა





ჩვენ








