
სანაკრებო პაუზისთვის ოთარ კიტეიშვილი სრული დატვირთვით ივარჯიშებს. „დინამო თბილისის" ნახევარმცველი სამ თვეზე მეტია ეროვნული ლიგის მე-16 ტურში, ქობულეთის „შუქურას" წინააღმდეგ, თამაშის დროს მირებულ ტრავმას მკურნალობს.
„ოპერაციის შემდეგ, 2 თვეზე ცოტა მეტია ასე ვარ. რეაბილიტაციის კურსი, სპეციალურ კლინიკაში გავიარე. 2-3 დღეა, ცოტა უფრო აქტიური ვარჯიში დავიწყე სატრენაჟორო დარბაზში და მინდორზეც ძალიან მსუბუქად. იმედი, მაქვს მალე ჩავდგები ფორმაში და მოვახერხებ თამაშს", - ამბობს ოთარ კიტეიშვილი.
21 წლის დინამოელს და საქართველოს ეროვნული ნაკრების მოთამაშეს, ნერვის კომპრესიის გამო, ოპერაცია დასჭირდა. ამ მომენტში, ფეხბურთელის ჯანმრთელობა, მკურნალობის შესაბამისად, დამაკმაყოფილებელია. კიტეიშვილმა უკვე დაიწყო უბურთოდ ვარჯიში. უახლოეს დღეებში ბურთით ვარჯიშსა და სხვა დატვირთვებს მიიღებს. სანაკრებო პაუზისთვის კი „დინამოსთან" ერთად, სრული დატვირთვით შეუდგება ვარჯიშს.
შედარებით მსუბუქად არის გიორგი თევზაძის მდგომარეობა, რომელმაც 26 აგვისტოს, „ბათუმის რაგბი არენაზე", 24-ე ტურში მიიღო ტრავმა. თევზაძეს კოჭ-წვივის სახსრის ღრძობა ჰქონდა და ახლა, რეაბილიტაციის პროცესს გადის. ფეხბურთელი გუნდთან ერთად ვარჯიშს სავარაუდოდ 2 კვირაში განაახლებს.
რაც შეეხება დინამოელთა უკრაინელ მეკარეს, სერგეი ლიტოვჩენკოს, რომელმაც ზაფხულის შეკრების შემდეგ იყო ტრავმირებული, უკვე გუნდთან ერთად, სრული დატვირთვით ვარჯიშობს.







ჩვენ








