
უეფა-ს ჩემპიონთა ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე „დინამო თბილისის" მეტოქე ცნობილია. ქართული გუნდი ანდორას „ენგორდანს" შეხვდება. ანდორელებმა, დღეს საკუთარ მოედანზე სან-მარინოს „ლა ფიორიტა" 2-1 დაამარცხეს და ორი შეხვედრის ჯამში (3-1) მომდევნო ეტაპზე თამაშის უფლება მოიპოვეს.
ანდორა ლა ველაში, როგორც მოსალოდნელი იყო შეხვედრა მასპინძლების უპირატესობით წარიმართა და ანგარიშიც მე-17 წუთზე მე-18 ნომერმა ზუგიჩმა გახსნა. შეხვედრა ალბათ, მშვიდად და უპრობლემოდ დასრულდებოდა, რომ არა „ესტადი კომუნალზე" ალბათ, ასე მშვიდად დასრულდებოდა, რომ არა 78-ე წუთზე ანდორელთა მეკარის კოკა-ს ავტოგოლი, რომელსაც 6 წუთში უკვე სანმარინოელთა ავტოგოლი მოჰყვა.
ანდორის „ენგორდანს" „დინამო თბილისი" 11 და 18 ივლისს შეხვდება. პირველ თამაშს ქართული კლუბი თბილისში, 11 ივლისს გამართავს. მატჩი, „დინამო არენაზე" 21:00 დაიწყება.
საპასუხო მატჩი ქართველებისთვის კარგად ნაცნობ ანდორა ლა ველაში 18 ივლისს გაიმართება. თუმცა, „დინამო თბილისი" „ესტადი კომუნალზე" ითამაშებს და არა „ესტადი ნაციონალზე" სად
აც საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა ერთა ლიგის მატჩი ჩაატარა.
© Getty / UEFA





ჩვენ








