
ნიონში, უეფა-ს ფუტსალის ჩემპიონთა ლიგის 2019 -2020 წლების სეზონის გათამაშების წინა-შესარჩევი და ძირითადი (მეინ) რაუნდების წილისყრა გაიმართა. ტურნირზე, ოთხმა ასოციაციამ (ესპანეთი, პორტუგალია, რუსეთი და ყაზახეთი) 2-2 კლუბი წარმოადგინეს და მათ შორის, „სპორტინგი" გათამაშების ძირითად რაუნდში (მეინ რაუნდში) მოხვდნენ. ისინი სხვა, საერთო ჯამში 23 კლუბთან ერთად, ასპარეზობაში 8 - 13 ოქტომბერს ჩაებმებიან ასპარეზობაში. მანამდე კი, სხვა დანარჩენი კლუბები, ასპარეზობას წინა-შესარჩევი რაუნდიდან დაიწყებენ.
წინა-შესარჩევ რაუნდში აიღებს სტარტს საქართველოს ფუტსალის ლიგის 2018/19 წლების სეზონის გამარჯვებული „თელასი", რომელიც უეფას ფუტსალის ჩემპიონთა ლიგაზე „ჯეორჯიანს"-ის (GEORGIANS) სახელით იასპარეზებს.
წილისყრის შედეგად „თელასი" H ჯგუფში მოხვდა, სადაც მისი მეტოქე მასპინძელი ბულგარული „ვარნა სიტი" და ისრაელის ჩემპიონი „მაქაბი" იქნება. პირველი ეტაპის წარმატებით გადალახვის შემთხვევაში ავთანდილ ასათიანის შეგირდები, ძირითად რაუნდში (მეინ რაუნდი) გადავლენ. აღსანიშნავია, რომ წინა-შესარჩევში 7 ჯგუფი 4-4 გუნდისგან არის დაკომპლექტებული, 2 ჯგუფი კი 3-3 გუნდისგან შედგა, ერთ-ერთში ქართველებიც იასპარეზებენ.
მომდევნო ეტაპზე გასვლის შემთხვევაში, „თელასი" მე-8 ჯგუფში ითამაშებს, სადაც 2 მეტოქის ვინაობა უკვე ცნობილი იტალიური „პეზარო" და შვედური „უდევალა". მათ კიდევ ელიან. E ჯგუფის (TSV Weilimdorf Futsal (Ger), FC Allstars Wiener Neustadt (Aut), Racing Futsal Luxembourg (Lux), Sparta Belfast Futsal Club (Nir) გამარჯვებული დაემატება. უკვე ამ რაუნდის შემდეგ ელიტ-რაუნდში ჯგუფიდან 3-3 საუკეთესო გავა.
„თელასი" ფუტსალის ჩემპიონთა ლიგის წინა-შესარჩევ რაუნდში ასპარეზობას აგვისტოს ბოლოდან დაიწყებს, მატჩები 27 აგვისტოდან 1 სექტემბერის ჩათვლით გაიმართება.
© Getty / UEFA





ჩვენ








