მოვიდა დრო და ეს, ამ გუნდს შეუძლია
მოვიდა დრო და ეს, ამ გუნდს შეუძლია
07.07.2019
ავტორი: თ.ჯ.

ყოფილმა დინამოელებმა მოქმედ „დინამო თბილისს" ვიდეო-მიმართვა გაუმზადეს. ყველაზე ტიტულოვან ქართულ კლუბში 21-ე საუკუნეში მოასპარეზე დინამოელებმა და „დინამო თბილისის" აკადემიის აღზრდილებმა „დინამო თბილისის" დღევანდელ შემადგენლობას მოახლოებული ევროპა ლიგის საკვალიფიკაციო რაუნდის წინ წარმატება უსურვეს.


დინამოელები დინამოელებს!


11 ივლისს 21.00 საათზე, დინამო არენაზე უეფას ევროპა ლიგის პირველი საკვალიფიკაციო რაუნდის პირველი მატჩი გაიმართება. „დინამო თბილისი" ანდორის „ენგორდანს" უმასპინძლებს.


შეხვედრის ბილეთები დინამო არენას სალაროებში 9 ივლისიდან 11 ივლისის ჩათვლით გაიყიდება. სალაროები 11.00 საათიდან 19.00 საათამდე, ხუთშაბათს კი მატჩის დაწყებამდე იმუშავებს. აქვე გეტყვით, რომ გაყიდვაშია ყველა ბილეთი, გარდა პირველი იარუსის: 10 და 17 სექტორებისა. დღეიდან კი, მატჩზე დასწრების მსურველებს ბილეთების ელექტრონულად შეძენა შეეძლებათ შემდეგი ბმულის მიხედვით http://bit.ly/2L6kirw


ბილეთის ფასი 5 და 10 ლარია.


გულშემატკივარს ასევე შეუძლია  SKY BOX- ის ბილეთების შეძენა და ამისათვის „დინამო არენას" სალაროებს უნდა მიაკითხონ (ადგილის ფასი 25 ლარია).


ისევე, როგორც სანაკრებო თამაშების დროს, ამ ჯერზეც, ელექტრონული ბილეთის შეძენის შემთხვევაში თან უნდა იქონიოთ ბილეთის ამობეჭდილი ვერსია.