
საქართველოს მოქმედმა ჩემპიონმა, თბილისის „ნიკემ" ქალთა ლიგის გათამაშებაში მორიგი, რიგით მე-12 შეხვედრა მოიგო და ახლა სატურნირო ცხრილში 36 ქულით პირველ ადგილზეა.
ამ ტურის შეხვედრაში „ნიკემ", „გორი იუნაიტედი" დაამარცხა, ანგარიშით 7-0. თუმცა, სფფ-ს ტექნიკურ ცენტრ „ბასაზე", შეხვედრის პირველი ნახევარი ფრედ, 0-0 დასრულდა. პირველი გოლი, მიუხედავად იმისა, რომ „ნიკე" მთელი თამაშის მანძილზე უტევდა, მხოლოდ 56-ე წუთზე გავიდა. შეხვედრა კი, „ნიკემ" 7-0 მოიგო და მორიგი 3 ქულა ჩაიწერა. ამ შეხვედრაში ჰეთ-თრიქი შეასრულა ნინო პასიკაშვილმა. მიუხედავად ამისა, „ნიკეს" მოთამაშე-მწვრთნელი, რომელიც ბომბარდირთა დავას ლიდერობდა, ახლა 21 გოლით, მხოლოდ მეორე ადგილზეა.
მე-12 ტურის შემდეგ, ბომბარდირთა დავას სათავეში ლანჩხუთელი თამრიკო სალუქვაძე ჩაუდგა - 23 გატანილი გოლით. ამ დრეს სადებიუტო თამაში ჩაატარა • საქართველოს ეროვნული ნაკრების თავდამსხმელმა ხატია ჭყონიამ, რომელიც წლების მანძილზე თურქეთის ქალთა ჩემპიონატში თამაშობდა. „ლანჩხუთსა" და „სამეგრელოს" შეხვედრაში მის ანგარიშზე 2 გოლია. ყველაზე მეტი 5 გოლი კი თამრიკო სალუქვაძემ გაიტანა. სხვათა შორის ამ შეხვედრაში, პირველი ტაიმის შემდეგ, როდესაც ლანჩხუთელთა სასარგებლოდ ანგარიში უკვე 10-0 იყო, სტუმრებს 2 მოთამაშე, ტრავმის გამო გამოაკლდა. შესვენების დროს კი, კიდევ ერთმა ფეხბურთელმა ვეღარ მოახერხა მატჩის გაგრძელება. შესაბამისად, „სამეგრელოს" განაცხადიდან, მხოლოდ 6 მოთამაშე დარჩა. ქალთა ლიგის დებულებით კი, მსგავსი შემთხვევის დროს მატჩი წყდება. შესაბამისად, „ლანჩხუთი"-„სამეგრელოს" დაპირისპირებაშიც მოგება მასპინძლებს, 10-0 ჩაეწერათ. თუმცა, აღნიშნული თამაშს, ქალთა ფეხბურთის ფედერაციაში, ასევე, სადისციპლინო და საფეხბურთო დავების განმხილველი კომიტეტის შეკრებაზე კვლავ დაუბრუნდებიან.
გათამაშების ცხრილის მე-3 საფეხურზე მყოფმა „მართვემ" 5-0 დაამარცხა ხობის „კოლხეთი" . ქუთაისელთაგან, ამ დღეს დუბლი ორმა ფეხბურთელმა, ანა სინატაშვილმა და თეონა სტურუამ გააკეთეს. მორიგი გოლი მიიწერა სათვალავში თამთა შენგელიამაც.
ბათუმში, ანგისას ბაზაზე, ბოლო წუთზე შესძლო „ნორჩმა დინამომ" ბათუმის „დინამოს" დამარცხება ანგარიშით 2-3 და გათამაშების ცხრილში მე-4 საფეხურზე აინაცვლა.
ამ ტურის ერთი შეხვედრა „ზარზმასა" და ხაშურის „ივერიას" შორის გადაიდო.
ქალთა ლიგის მომდევნო, მე-13 ტური კი 13 ივლისს გაიმართება.





ჩვენ








