10 ივლისიდან „რუსთავი“ მზადებას განაახლებს
10 ივლისიდან „რუსთავი“ მზადებას განაახლებს
08.07.2019
ავტორი: თ.ჯ.

საფეხბურთო კლუბი  "რუსთავი" ეროვნული ლიგისთვის მზადებას 10 ივლისიდან განაახლებს. ამის შესახებ, კლუბის ოფიციალურმა ფეისბუქ-გვერდმა დღეს გაავრცელა ინფორმაცია.


მოსამზადებელი ეტაპის განმავლობაში დაგეგმილია ადგილობრივი შეკრება და ამხანაგური მატჩები.


წყაროს ცნობით, ამ ეტაპზე ურთიერთშეთანხმების საფუძველზე გუნდი პაპუნა ფონიავამ და ზურაბ ჯაფიაშვილმა დატოვეს.


თემურ ჩოგაძე და ზაზა ციცქიშვილი კი, 6 თვიანი იჯარის წესით ქუთაისის "ტორპედოში" ითამაშებენ.


გუნდის გაძლიერების მიზნით, მიმდინარეობს მოლაპარაკებები რამდენიმე ფეხბურთელთან.