
2019 წლის ქალთა მსოფლიო ჩემპიონატმა ყველას მოლოდინებს გადააჭარბა და კიდევ ერთხელ დაგვანახა, რომ მსოფლიო, ქალთა თამაშის ახალ ერაში იმყოფება. შეგახსენებთ, რომ ლიონში გამართული ფინალში აშშ-ს ნაკრებმა ნიდერლანდებს 2-0 სძლია და უკვე მეოთხედ დაეუფლა მსოფლიო ჩემპიონატის თასს. ცნობისთვის სტადიონზე დამსწრე მაყურებელთა რაოდენობამ 57,900 შეადგინა.
ჩემპიონატი, რომელსაც საფრანგეთი მასპინძლობდა დიდი ინტერესი გამოიწვია მსოფლიოს გარშემო, რაც გამოიხატა საერთაშორისო ვალდებულებების ზრდასა და მეტ ინვერტიციებში სპორტში.
გთავაზობთ მნიშვნელოვან ციფრებს მოედანზე, თუ მის გარეთ, რომლებმაც წლევანდელი ქალთა მსოფლიო ჩემპიონატი დასამახსოვრებელი და განსაკუთრებული გახადა.
ჩემპიონატს მილიონობით მაყურებელი ადევნებდა თვალს მსოფლიოს გარშემო
- პირველად ისტორიაში, ქალთა მსოფლიო ჩემპიონატს, მსოფლიოს გარშემო, მილიარდი ადამიანი ადევნებდა თვალს;
- 59 მილიონმა ადამიანმა ნახა ბრაზილია-საფრანგეთს შორის გამართულ თამაშს, რომელიც ყველაზე ყურებადი მატჩი გამოდგა ამ ჩემპიონატის ფარგლებში.
- მსოფლიო ჩემპიონატის ფინალურ მატჩს ნიდერლანდების მოსახლეობის 88%-მა უყურა, რაც 2014 წლის ვაჟთა მსოფლიო ჩემპიონატის შემდეგ ყველაზე მაღალი მაჩვენებელია

მოედანზე დამყარებული რეკორდები
ჩემპიონატის განმავლობაში ყველაზე მეტი რეკორდი ამერიკელებმა დაამყარეს.
- აშშ-ს ნაკრების მიერ ტაილანდთან დაფიქსირებული 13-0 , ქალთა მსოფლიო ჩემპიონატის ისტორიაში ყველაზე დიდი სხვაობაა
- ალექს მორგანი გახდა ფეხბურთელი , რომელმაც ერთ მატჩში რეკორდული 5 გოლი გაიტანა ,კარლი ლოიდმა კი ზედიზედ 6 მატჩში გაიტანა
- ბრაზილიის მარტა კი 5 მსოფლიო ჩემპიონატის განმავლობაში ჯამში გატანილი 17 გოლით რეკორდსმენი გახდა, როგორც ქალ, ასევე კაც ფეხბურთელებს შორის. (იტალიის კარში გატანილი პენალტის შემდეგ, მან რეკორდსმენ გერმანელ ვარსკვლავს მიროსლავ კლოზეს გადაასწრო, რომელსაც 4 მსოფლიო ჩემპიონატში ჯამში 16 გოლი დაუგროვდა)
მოგეხსენებათ, Pay gap (სახელფასო სხვაობა) ქალთა სპორტში კვლავ დიდ პრობლემად რჩება. იმის მიუხედავად, რომ 2019 წლის ქალთა მსოფლიო ჩემპიონატზე საპრიზო ფონდი გაორმაგდა და წინა წლების 15 მილიონი დოლარიდან 30 მილიონს მიაღწია, ალბათ, დამეთანხმებით რომ, ვაჟთა მსოფლიო ჩემპიონატის 400 მილიონ დოლართან შედარებით, საკმაოდ შორს დგას. ამისთვის ფიფას და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციების (არა მხოლოდ სპორტული) მხრიდან მუშაობის გაგრძელებაა საჭირო რათა უახლოეს მომავალში equal game=equal pay მივაღწიოთ.

ცნობისთვის, ფიფას სურს, რომ მომავალ ქალთა მსოფლიოს ჩემპიონატზე ქალთა 32-მა გუნდმა ითამაშოს და აპირებს რომ საპრიზო ფონდი 60 მილიონ დოლარამდე გაზარდოს, რაც ბუნებრივია ვაჟთა მსოფლო ჩემპიონატისთვის გამოყოფილ თანხებთან შედარებით, კვლავ იმაზე ნაკლებია.
2019 წლის ქალთა მსოფლიო ჩემპიონატმა სპონსორებიც არ დატოვა გულგრილი და შედეგად მათი ინტერესი ქალთა ფეხბურთის მიმართ გაიზარდა.
- VISA-მ, ფიფას გლობალური სპონსორებიდან ერთ-ერთმა, ზუსტად იმავე რაოდენობის თანხა დაიხარჯა ქალთა მსოფლიო ჩემპიონატის მარკეტინგში, რაც რუსეთში გამართულ ვაჟთა მსოფლიოზე.
- ინგლისის ნაკრების ოფიციალურმა სპონსორებმა Lucozade Sport და Head & Shoulders-მა პირობა დადეს, რომ თანაბარი რაოდენობის თანხას ჩადებენ ინგლისის ნაკრების როგორც კაცი, ასევე ქალი სპორტსმენების პოპულარიზაციში.
- ადიდასის განცხადებით, მათ მიერ დაფინანსებული მოთამაშეები გამარჯვებული გუნდიდან იმავე რაოდენობის ბონუსს მიიღებენ, რასაც მათი მამაკაცი კოლეგები

2019 წლის ქალთა მსოფლიო ჩემპიონატის მიმართ გაზრდილი ინტერესი, რა თქმა უნდა სოციალურ ქსელებშიც აისახა,
- ალექს მორგანს ჯამში 15,3 მილიონი (ინსტაგრამი, ტვიტერი, FB) მიმდევარი დაუგროვდა.
- ფიფას ქალთა მსოფლიო ჩემპიონატის გვერდებს სოციალურ ქსელებში კი ჯამში 2 მილიონი გამომწერი შეემატა და იმ ადამიანების რაოდენობამ, რომლებიც აქტიურად იყენებდნენ ამ გვერდებს 433 მილიონი შეადგინა.
- ფეისბუქსა და ტვიტერზე 2 მილიონმა ადამიანმა გამოიყენა ქათა მსოფლიო ჩემპიონატის ჰეშთეგი.
წყარო: https://www.bbc.com/news/world-48882465
ფოტო: FIFA.COM / © Getty Images





ჩვენ








