ხვალ გამთენიისას „ტორპედო“ შიმკენტში გაფრინდება
ხვალ გამთენიისას „ტორპედო“ შიმკენტში გაფრინდება
09.07.2019
ავტორი: თ.ჯ.

თბილისის დროით, 18:00 საათზე, 11 ივლისს, საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხით ფეხბურთს მოყვარულებს ყაზახეთიდან, შიმკენტის „ ორდაბასისა"  და ქუთაისის „ტორპედოს" მატჩის პირდაპირი რეპორტაჟის ხილვა შეეძლებათ.


ქართული გუნდი, ყაზახეთში ხვალ გამთენიისას გაფრინდება და ხვალვე, შიმკენტში, მატჩისწინა ბოლო ვარჯიშსა და პრეს-კონფერენციას გამართავს. ისევე, როგორც „ორდაბასის" ქართველი მწვრთნელი კახი ცხადაძე.


ქუთაისის „ტორპედოს" მთავარმა მწვრთნელმა კახა ჩხეტიანმა კი უეფა-ს ევროპა ლიგის პირველი მატჩისთვის გაფართოებული  შემადგენლობა დაასახელა:

მეკარეები: როინ კვასხვაძე, მაქსიმე ქვილითაია, დავით ასათიანი

მცველები: ანრი ჭიჭინაძე, დავით ხურცილავა, ვაჟა ტაბატაძე, გიორგი გადრანი, ცოტნე ნადარაია, ვახტანგ ნებიერიძე, ვახტანგ ბოჭორიშვილი

ნახევარმცველები: მათე ცინცაძე, თემურ ჩოგაძე, გრიგოლ დოლიძე, ოთარ კობახიძე, ცოტნე მოსიაშვილი, პაპუნა ფონიავა, თამაზ ცეცხლაძე, ზაზა ციცქიშვილი, თამაზ შარვაშიძე, მათე აბულაძე

თავდამსხმელები: ბუდუ ზივზივაძე, თორნიკე კაპანაძე, დავით იონანიძე

ქუთაისის "ტპრპედო" ყაზახეთში ჩარტერული რეისით, თბილისიდან გაფრინდება.